- ცხოვრება - მღვრიე წყალზე გადებულ ხიდზე სიარულს ჰგავს...
-ეს როგორ?
-რაღაც ნაწილი მყარია და თითქოს იმედიანად მიდიხარ, რადგან თავიდან გეხმარებიან...
-ვინ გეხმარება?
-ყველა, ვისაც უყვარხარ...
-მერე რა ხდებ?
- შიგადაშიგ მორყეულია ეს ხიდი, ძაფივით წვრილია, მსუბუქად უნდა გაიარო, რომ არ გაგიწყდეს და მღვრიე წყალში არ ჩავარდე...
-მე ხომ ცურვა ვიცი...
-ეჰ... მღვრიე წყლიდან სუფთა ვერასოდეს ამოხვალ, ამიტომ ფრთხილად უნდა გაიარო ხიდის ის ნაწილი, სადაც სუნთქვაშეკრული გადიან ხოლმე...
ნ.მ.
24.04.2017წ.
No comments:
Post a Comment