ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ადამიანური ურთიერთობებია, ამიტომ
ჰარმონიული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების დალაგება ოჯახში,
სამსახურში, მეგობრებთან თუ ნაცნობებთან. თანამოსაუბრესთან კამათი იწვევს ნეგატიურ ემოციებს, დამოკიდებულებების
ცვლილებას, დისკომფორტს ურთიერთობაში და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება
ცხოვრების ხრისხსა და პროდუქტიულობაზე.
ურთიერთობებსა და ურთიერთდამოკიდებულებას სჭირდება გაფრთხილება, მათთვის ვინც
ვერ ახეეხებს რიგი მიზეზების გამო ურთიერთბების დაბალანსებას, გაითვალიწინეთ რამდენიმე
გზას უსიამოვნების თავიდან ასაცლებლად.
1.
თავი აარიდეთ კამათს, რადგან ამით ურთიერთობებს ვერ დაალაგებთ და იცით
რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო ღრმად ჩაეფლობით თანამოსაუბრესთნ კამათში, მით უფრო
გამწვავდება სიტუაცია და მით მეტად დარწმუნდება თითიეული კონმფლიქტის მონაწილე
მათი აზრის სისწორეში. კამათში გამარჯვებული არ არსებობს, საბოლოო ჯამში მაინც
წაგებული რჩებით, რადგან თუ თქვენ გგონიათ, რომ მასზე გამიარჯვეთ, ან თუნდაც სამართლიანდ
იცავთ თქვენს შეხედულებებს ამით თანამოსაუბრეს
გაანაწყენებთ, ეს კი სიმშვიდეს და კმაყოფილებას ვერ მოგიტანთ, ასე, რომ
კამათში გამარჯვება ნიშნავს მის შეწყვეტას ან თავის არიდებას. თუ მისი გვერდის
ავლა შეუძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებით მაინც პაივისცემით
მოეკიდეთ თანამოსაუბრის აზრს და შეხედულებებს.
2. თუ მართალი არ ხართ ნუ გაგიჭირდებათ აღიარება, რომ შეცდით. ეს ბევრად ეფექტიურია
და მეტ პატივისცემას იმსახურებს. ვიდრე ის, რომ ჯიუტად რქებით მიაწვებით აბსურდის
მტკიცებას.
3. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ხმის ტემბრი. თანამოსაუბრეს ელაპარაკეთ
მეგობრულ ტონით, თუ ის ხმას უწევს, არ მიბაძოთ მას, თქვენი სიმშვიდე თქვენი გასაღებია ურთიერთობის დაბალანსებაში. ხანდახან დათმობაზეც უნდა
წახიდეთ, როცა თქვენი თანამოსაუბრე ძალზე გაცხარებულია და ცხელ გულზე გაცეცხლებული
„გესვრით“ სიტყვებს, ამ დროს ის თქვენგან
ანალოგიურ საპასუხო რეაქციას ელოდება და თავდაცვის მოლოდინში უმატებს ხმას და
სიტყებიც უფრო უხეში ხდება და თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? - თქვენ უნდა დაუთმოთ
მას.
4. გახსოვდეთ, სიტყვას დიდი ძალა
აქვს, მას უკან ვერ დააბრუნებთ, ვერ
შეცვლით და ვერც კორექტირების შეტანას მოახერხებთ, ამიტომ მოერიდეთ უხეში და
დაუფიქრებელი სიტყვები უთხრათ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება არ დაავიწყდეთ და
თქვენს მიმართ განწყობა შეეცვალოთ.
5.
მეორე მხრიდან შეხედეთ მოვლენებს,
ასე უფრო ადვილად შეძლებთ გაიგოთ რას გრძნობს თქვენი თანამოსაუბრე და შეძლებთ
შესაბამისად მიუდგეთ მას. დაანახეთ თქვენი გულწრფელობა და სურვილი მასთან
ურთიერთობის დარეგულირების.
6. შესთავაზეთ დაზავება, რომ მშვიდად განიხილოთ და გაანალიზოთ საკითხი.
ობიექტურობისა და გულწრფელობის იმედი თუ არ გაქვთ, მაშინ მოერიდეთ განხილვას და
დროულად შეწყვიტეთ კამათი. თუ გონდათ, რომ
მიაღწიოთ საწადელ მიზანს, მაშინ უნდა მოიქცეთ დიპლომატიურად.
7. და ყველაზე მთავარი წესი - „მოექეცით ადამაინებს ისე, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ თქვენ“ და დიდი უსიამოვნებები აღარ გექნებათ.
ნ.მ.
08.05.2018წ.
ნ.მ.
08.05.2018წ.
No comments:
Post a Comment