სიხარული,
სიკეთე,
ბედნიერება,
პოზიტივი,
სითბო –
ბაბუაწვერას გავს, სულს შეუბერავ და ირგვლივ იფანტება, ვისაც კი მიწვდება – ეფინება, გულის გავლით გონებამდე, გადამდები დაავადებასავით ავირუსებს ყველას...
ის იმდენად პატარაა, რომ ყველას როდი შეუძლია შეამჩნიოს ის...
წვრილმანები შეუმჩნეველი რჩება ხოლმე და ამით ბევრ რამეს კარგავ...
კონკრეტულად, კარგავ ბედნიერების წამებს... წამები რომ შევკრიბოთ წუთებს... საათებს... დღეებს... წლებს... და ბოლოს რჩება რა? გავლილი ცხოვრება და სინანულით დატვირთული მოგონებები...
შენ შეგიძლია მოგონებები სიხარულით და ბედნიერებით აავსო, მრავალფეროვანი გახადო ის...
მე სული შევუბერე ბაბუაწვრეას...
მოდი, დაინახე...
დაიჭირე...
იგრძენი სიხარული...
აივსე პოზიტივით...
გათბი დადებითი გრძნობებით...
13.11.2016წ.
ნანა მოლაშხია
No comments:
Post a Comment