მეგობრებმა ერთად ჯვარზე ასვლა გადავწყვიტეთ, საინტერესო, ემოციული და რღაცნაირად პარადოქსული დღე გამოვიდა...
დილიდან ცვალებადი ამინდი გამოვიდა, ამიტომ ცოტა ვიჭოჭმანეთ, საბოლოოდ ასვლის ძლიერმა სურვლმა გადაწონა და მივაშურეთ დიდუბის ავტოსადგურს. ნინოს ლოდინისა და მძღოლთან შეკამათების შემდეგ დავადექით მცხეთის გზას...
ჯვართან ამავალ გზართან ჩამოვედით, ძლიერი ქარი იყო. გზის გვერდებზე ყვითელი სურნელოვანი ყვავილები ძალზედ ლამაზი იყო...
რამდენიმე მანქანამ ჩაგვიარა, ერთ-ერთმა გაგვიჩერა და აყვანა შემოგვთავაზა, ორი ადგილი ქონდათ, ჩვენ კი სამნი ვიყვით, ამ მიზეზით თავაზიანი უარით გავისტუმრეთ... და გავაგრძელეთ გზა... მე, როგორც ყოველთვის აპარტს ვაჩხაკუნებდი, ამასობაში კიდევ გაგვიჩერეს, დაახლოებით 20-21 წლის ორი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. გვკითხეს ზემოთ ხომ არ მივდიოდით, ჩვენი თანხმობის მერე აყვანა შემოგვთავაზეს და ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია ჩავსხედით და რამდენიმე წუთში უკვე ჯვარზე ვიყავით... უნდა აღვნიშნო, რომ ეს ახალგზრდები, როგორც ჩანს ქვემოთ მდებარე მონასტერში მიდიოდნენ, თუმცა ჩვენ ბოლომდე აგვიყვანეს, თან დაგვაკვალიანეს კიდეც, ამით იმის თქმა მინდა, რომ მახარებს ისეთი ახალგაზრდების არსებობა, რომლებმაც იციან სად როგორ მოიქცნენ... მადლობები გადავუხადეთ, გამოვემშვიდობეთ და ჯვარზე გადაშლილ სილამაზეში გადავეშვით...
ის თუ როგორი ლამაზია იქაურობა ამის მოყოლას არ დავიწყებ, მაგრამ იმ დღეს განსხვავებული ალბათ იმიტომ იყო, რომ ცაზე შავი ღრუბლები ერთმანეთში ირეოდა, თითქოს ქვემოთ უნდა ჩამოიღვენთოსო... ჭექა-ქუხილმაც არ დააყოვნა, თუმცა წვიმა აგვიანებდა...
მოსალოდნელი წვიმის საფრთხეს ხელი არ შეუშლია ჩვენთვის მშვიდად ჯერ მოგველოცა და შემდეგ დაგვეთვალიერებინა არაჩვეულებრივი ხედები... ხელიდან ვერ გავუშვებდი მომენტს, დამეჭირა ლამაზი კადრები...
რათქმაუნდ სკუთარი თავებიც დავაფიქსირეთ კადრებში, ამასობაში ოდნავ მოჟინჟლა, თავი იქვე შევაფარეთ და უკან დაბრუნების გეგმების დაწყობა დავიწყეთ... სამი გზა მოვიფიქრეთ: ერთი სამანქანო გზა, საიდანაც ამოვედით, რომელიც ფეხით გასავლელად არც ისე მოკლე იყო (6კმ), მეორე იყო მოკლე ბილიკი მცხეთამდე და მესამე წმინდა ნინოს წყაროსთან ჩასვლა და იქიდან გადასვლა გზაზე...
წვიმამ იყუჩა და წმინდა ნინოს წყაროსთან ჩასვლა გადავწყვიტეთ, ტრაფარეტი რომელზეც წყაროსთან მიმავალი გზა იყო აღნიშნული ქარს ოდნავ შეეტრიალებინა და ცოტა დაგვაბნია, ვეღარ გავიგეთ თუ რომელ ბილიკს დავდგომდით, გარშემო ვერც ვერავინ აღმოჩნდა ვინც სწორად დაგვაყენებდა გზაზე, გასარკვევად უკან მოვბრუნდი და ამასობაში გოგოები საკმაო მანძილზე ჩავიდნენ, ისევ დაიწყო წვიმის წვეთებმა ვარდნა და უკან დაბრუნება მოგვიწია...
წვიმის გადაღებას დაველოდთ და უკვე ნაწვიმარზე წმინდა ნინოს წყაროსთან ჩასვლი არც ისე უსაფრთხო იყო, სხვებმაც არ გვიჩიეს და ჩვენც სხვა დროისთვის გდავდეთ. უკან დაბრუნების ორი ვარიანტი დაგვრჩა, მოკლე გზა მცხეთისკენ, რომელიც ჯვრის ასასვლელთან მოწყალების მთხოვნელმა ქალმა არ დაიზარა და საგულგადულოდ მიგვასწავლა, თუმცა არც ეს გზა გვეჩვენა უსაფრთხოდ, რადგან უკვე საღამოვდებოდა და ტყის გავლა არც ისე კარგი იდეა იყო... დაგვრჩა ისევ ის გზა, საიდანაც ამოვედით...
დავადექით გზას რომელიც არცისე მოკლე, მაგრამ უფრო უაფრთხო იყო... ციდან გამაყრუებელი გრუხული მოდიოდა, აშკარა იყო, რომ სასწაულად უნდა გაწვიმებულიყო, მოვდიოდით იმედით რომ ან ძალიან არ გაწვიმდებოდა, ან ვინმე გაგვყოლებდა... მალევე წვიმის წვეთები ვიგრძენით და წვიმის წვეთებს სეტყვაც მოჰყვა... დასველებასთან ერთად დავისეტყვეთ კიდეც...
წვიმას უმატა, არც არავინ აპირებდა სველი მგზავრებისთვის მანქანა გაეჩერებინა... ცოტა ხნით ხეს შევეფარეთ, მალევე მივხვდით, რომ გაჩერებით დროს ვკარგავდით, რადგან არც წვიმა აპირებდა გაჩერებას და არც გამვლელი მანქანები. უცებ ტაქსმა ჩამოიარა, რომელსაც მგზავრები მიჰყავდა ქვემოთ და ადგილი არ ქონდა მაგრამ შემპირდა, რომ უკან დბრუნდებოდა ჩვენს წასაყვანდ. ჩვენ ისევ გავაგრძელეთ გზა წვიმაში და უცებ თეთრი ფერის ორკარიანმა ჯიპმა გაგვიჩერა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭი იჯდა, რუსულად გვკითხეს გვინდოდა თუ არა წავეყვანეთ. ასე მოვთავსდით, სველები, რუსი ტურისტების მანქანაში. მირანდა ვალაპარაკეთ რუსულად და გამოვიკვლიეთ ვინ იყვნენ, საიდან და ა.შ. რუსი ტურისტები აღმოჩნდნენ, მოსკოვიდან, რომლებიც მეგობრების რჩევით ჩამოვიდნენ სქრთველოში. წინა დღეებში დაეთვალიერებინათ ძველი თბილისი, ნარიყალა, მთაწმინდა, ყოფილან ყაზბეგში და ძალიან კმაყოფილები ბრუნდებოდნენ მოსკოვში... თბილისამდე ერთი გზა აღმოგვაჩნდა და ასე ამოვედით ავლაბრამდე და ნინოსთან გავშრით სველები...
P.S. ასე ჩამოგვიყვანეს მოსკოველებმა თბილისში და გადაგვარჩინეს გაციებას... მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ სანამ რუსი ტურისტები გაგვიჩერებდნენ, მანამ უამრავმა მანქანამ ჩაგვიარა, რომელსაც ადგილიც ქონდა მაგრამ აზრად არ მოსვლია ამ წვიმაში მიმავალი გოგონებისთვის გაეჩერებინა. ტურისტებმა კი, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში არც უნდა აინტერესებდეს გზაზე მიმავალი მგზავრები ჩათვალეს რომ უნდა დაგვხმარბობნენ... ეს არის მაგალითი იმის, რომ სადაც არ უნდა იყო, შენს ქვეყანაში თუ სხვა მიწაზე, ადამიანი ყველგან ადამიანია...
ნანა მოლაშხია
17.06.2016წ.