Tuesday, March 15, 2016

ბედნიერება წვრილმანებშია...




ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუ მსოფლიოში ყველაზე დიდ ომს მოვიგებდი, რომელსაც საკუთარ თავთან ომი ჰქვია, ეს მომიტანდა ბედნიერების შეგრძნებას. საკითხავია, მივდივარ კი იმ გზით, რომელიც საკუთარი თავის პოვნაში გეხმარება...


მოთმინება, თავმდაბლობა, უბრალოება, შინაგანი წონასწორობა, სულიერი სიმშვიდე და მრავალი სხვა რამ, რასაც ცხოვრება გასწავლის უპირისპირდება იმ ამბიციებს რომელიც გვემსხვრევა ხოლმე და შინაგანი ჭიდილი გვღრღნის...

დროის მსვლელობასთან ერთად იცვლევა მიდგომები, ყალიბდება სხვა ღირებულებები, ჩნდება სხვა მიზნები, ბედნიერების განცდა ნაცრისფერი ხდება, თუმცა ყველაფერი ხომ შედარებითია და სუბიექტური.

სინამდვილეში კი მცირედიც საკმარისია რომ თავი ბედნიერად იგრძნო.

ბედნიერებაა:

-როცა აკეთებ იმას რაც შენ გულით გინდა...

-როცა სახეზე საყვარელ ადამიანს ღიმილი ეფინება...

-როცა მეგობარი გწერს და გეუბნება თუ როგორ მოენატრე...

-როცა სხვისი წარმატება გახარებს...

-როცა ადამიანებს არ ავიწყდები...

-როცა შენს გვერდით არიან როცა გჭირდება...

-როცა გინდა ვინმე გახარო და სიუპრიზი გაუკეთო, რომ მას ძალიან გაუხარდეს...

-რაცა გრძნობ რომ საჭირო ხარ...

-როცა...როცა და როცა...

და სართოდ ბედნიერება წვრილმანებშია...

ამიტომ, მიანიჭეთ ეს წვრილმანი ბედნიერება ერთნმანეთს...


15/03/2016წ.
N.M



No comments:

Post a Comment