Monday, April 24, 2017

ცხოვრება - მღვრიე წყალზე გადებულ ხიდზე სიარულს ჰგავს...



 - ცხოვრება -  მღვრიე წყალზე გადებულ ხიდზე სიარულს ჰგავს...

-ეს როგორ?

-რაღაც ნაწილი მყარია და თითქოს იმედიანად მიდიხარ,  რადგან თავიდან გეხმარებიან...

-ვინ გეხმარება?

-ყველა, ვისაც უყვარხარ...

-მერე რა ხდებ?

- შიგადაშიგ მორყეულია ეს ხიდი, ძაფივით წვრილია, მსუბუქად უნდა გაიარო, რომ არ გაგიწყდეს და მღვრიე წყალში არ ჩავარდე...

-მე ხომ ცურვა ვიცი...

-ეჰ... მღვრიე წყლიდან სუფთა ვერასოდეს ამოხვალ, ამიტომ ფრთხილად უნდა გაიარო ხიდის ის ნაწილი, სადაც სუნთქვაშეკრული გადიან ხოლმე...

ნ.მ. 
24.04.2017წ.