Thursday, February 18, 2016

ჩემო ნინო...

ასე მგონია მთელი ცხორებაა ვიცნობ, არადა სულ რაღაც ორი წელია გავიცანი. თუ ადამიანთან სულიერად რაღაც უხილავი ძაფი დაგაკავშირებს, მაშინ არ ქონია მნიშვნელობა დროს...

ძალიან თავმდაბალი, ნაზი, კეთილი, მორიდებული, ძალზედ თვითკრიტიკული, მოკრძალებული, უბოროტო და საყვარელი ნინო... ჩემო ნინო... მე ასეთ ნინოს ვიცნობ...

ისეთი დაბალი ხმის ტემბრი აქვს თავიდან არ მესმოდა რას მეუბნებოდა და ვამეორებინებდი :) ეხლა კი თითოეული ბგერა მესმის, უსიტყვოდაც ვხვდები რისი თქმა უნდა...

ილიაუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი განძი... ჩემო ნინო...

რამეზე თუ უბრაზდები მას არასოდე სწყინს, ძირითადად მის ზედმეტ თითკრიტიკულობაზე ვერ ვთანხმდებით :) მე ყოველთვის სწრაფად მინდა ყველაფერ, ნინო კი დინჯი და აუაჩქარებელია :) თუ რამეზე ეკამათები, რომც არ იყო მაინც, შენ ხარ მართალიო გეტყვის :)  ასეთია ნინო... მასში ვარსკვლავებივით უამრავი პლიუსია ჩაბუდებული...

ჩემო თბილო და ტკბილო მეგობარო, ჩემო ნინო, გილოცავ დაბადების დღეს... იმდენად კეთილი ბუნების ადამიანი ხარ, რომ სიხარული, სიყარული და ბედნიერება დამსახურებულად მოვა შენთან... ბევრი რამის თქმა მინდა, რთული აღმოჩნდა რამდენიმე სიტყვაში ჩამეტია ჩემი სათქმელი...

ჩემო მეგობარო! ეცადე არაფერმა არ შეგცვალოს... დარჩი ისეთი როგორიც ხარ... მე ასეთი ნინო მინდა სულ მყავდეს...






                                                                ნინიკოს...
                                                  25 თებერვალი, 2016 წელი
                                                                                                                         



Wednesday, February 10, 2016

მადლობა!...


თუ რა ხდება გარდაცვალების შემდეგ, ბევრ რამეს ამბობენ... მე კი ჩემი ვერსია მაქვს, რისიც მჯერა და მწამს, ან მინდა რომ მჯეროდეს... მე მგონია, რომ იქ სხვა ცხოვრება იწყება და შენ, არც იქ იქნები უქმად...

არსებობს კი დროული ან უდროო წასვლა "წუთი"-"სოფლიდან"? -ეს შენი ბედისწერა და ჩვენი ჯვარია, რომელსაც ვატარებთ...

მე ისიც კი არ მჯერა, რომ საფლავზე შენი სურათია, რომ შენ, შენებურად არ მოძრაობ... გაუჩერებლად....

ეს ყველაფერი ჩემთვის სიზმარს გავს და მინდა ასე სიზმარივით დარჩეს...

მე სულ სამუშაოდ გასული მგონიხარ...

ბევრს ვერაფერს გეტყვი... უბრალოდ თუ რამე არსებობს და თუ ჩემი გესმის მინდა გითხრა - მადლობა!...

 

                                                                                                     

                                                                                                             10.02. 2016 წელი.

Saturday, February 6, 2016

ორი მხარე...


ხშირად მიფიქრია ადამიანის ბუნებაზე, თუ როგორი პარადოქსია ის... მაოცებს და თან მაცოფებს, რომ ადამიანები სხვისი ცხოვრების კრიტიკით და ჭორებით "საზრდოობენ"... საკმარისია საკენკი გადმოუყაროს ვინმემ, მაშინე დაენარცხებიან და აკენკას ასწრებენ ერთმანეთს, თითქოს სუნთქა უჭირთ და ჯანგბადი მიაწოდესო...

საცოდაობაა ამ ყელაფერში დროის ხარჯვა, მაგრამ რა უნდ ქნას როცა მისი ნომერ პირელი საქმე სწორედ სხვის ცხორებაში ქექვაა. ამ დროს კი ავიწყდება საკუთარი შეცდომები, ან ახსოვს და გონია რომ სხვამ არაფერი იცის... და ვაი რომ იცის...

ხომ შეიძლება საკუთარი მედლის მეორე მხრეს გაიხედოთ და დაინახოთ რაღაც უფრო კარგი, რამე უფრო ღირებული, რაც ადამიანად გაგცევთ...