Tuesday, December 29, 2015

სათქმელი კიდევ ბევრია ...


სანამ სალამის თქმას არ ვისწავლით...

სანამ გაღიმებას არ  ვისწავლით...

სანამ პატივისცემას არ ვისწვლით...

სანამ სხვისი ჭირი ღობის ჩხირი იქნებ...

სანამ ქუჩაში ნაგვის დაყრა მოსულა...

სანამ ბიჭი გოგოს გზას არ დაუთმობს...

სანამ ქალი უცხოეთში საშოვარზე ცრემლიანი მიდის...

სანამ მოსწავლე გაკვეთილზე ყურსასმენით მუსიკას უსმენს...

სანამ ყველა ერთ ქვაბში იხარშება...

სანამ თავისუფლება გაშიშვლება ჰგონიათ...

სანამ კაცი ქალზე ძალადობს...

სანამ ქალი იმიტომ იტანს ძალადობას, ვინ რას იტყვისო...

სანამ დედა შვილს სანაგვეზე ტოვებს...

სანამ  პრესტიჟულობის გამო ირჩევენ პროფესიას...

სანამ სამუშაოს თაკილობენ და ბიჟაზე ლოთობენ...

სანამ საკუთარ დედებზე იგინებიან...

სანამ ჯანღონით სავსე ახალგაზრდა იმათხოვრებს...

სანამ მოდის გამო ეკლესიაში დადიან...

სანამ სამსახურში "მონურირეჟიმი იქნება...

სანამ მედროვეები არსებობენ...

სანამ... სანამ... სანამ და ბევრი სანამ კიდევ... 
  

ვიქნებით ბრბორომლისთვის ღირებულებები არ არსებობსმიმაჩნია რომ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შესაბამისად:

ნუ იქნებით გულგრილები...

ნუ იძალადებთ...

ნუ გაკიცხავთ...

ნუ დაყრით ნაგავს ქუჩაში...

ნუ გადაახტებით ერთმანეთს ტრნსპორტში რომ ადიხართ...

ნუ ხარ დაკომპლექსებულები...

ნუ იქნებით მედროვეებისაკუთარი თავისუფლების ქონა უფრო დიდი ბედნიერებაა...

და მაინც, სათქმელი კიდევ ბევრია ...







Tuesday, December 15, 2015

შემოდგომისფერი დღეები...

როგორი ოპტიმისტი ვარ ხოლმე, მე თვითონ მიკვის. რეალობას რომ შევხედავ, წამით გამივლის პესიმიზმი, მაგრამ საკუთარ თავს ამაზე ფიქრის უფლებას არ ვაძლევ. ძირითადად ეს მაშინ ხდება ხოლმე, როცა ჩემს ცხოვრებაში ე.წ "შემოდგომიფერი დღეები" მაქვს. ასე დავაექვი პერიოდს, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო მიგროვდება.

როცა სხვა მეკითხება კონკრეტულ სიტუაციში როგორ უნდა მოიქცეს, შემიძლია გადმოვაფრქვიო ძველ სკივრში შენახული ძვირფასი ნივთივით ჩემი ძვირფასი აზრები, თან არ ვახვევ არავის ჩემს აზრს და თან ვახვევ. იგივე მდგომარეობაში როცა თავად ვხვდები ჩემი ბრძნული აზრები სადგაც ქრება და ვხედავ რომ ჩემი სკივრი ცარიელია, რომელიც ასე გამოტენილი მგონია, თუ გონია სხვებს. 


არ მახსოვს სხვის შეცდომებზე მესწავლოს რამე, ისევ საკუთარი ფეხის დაცდენა თუ გასწავლის რამეს და ვაი რომ ხანდახან ეგეც რომ არ გშველის რა უნდა ქნა?! საოცარი კი ის არის რომ ზოგჯერ იცი ბოლო არ იქნება სახარბიელო და მაინც უშვებ რაღაც შეცდომას იმ იმედით რომ ეს სხვა შემთხვევაა. (ბევრის აზრი წავიკითხე, მგონია :)) 

გადავწყვიტე საკუთარ თავს რმდენიმე სასარგებლო რჩევა მივცე, რომელიც აუცილებელი და დროულია ჩემთვის, მაშ ასე ჩემო თავო, შენ იცი როგორ დაუგდებ ყურს საკუთარ ხმას და გამოძახილს, ყურიდან ტვინამდე მიუშვი და არ მისცე უფლება მეორე ყურამდე მივიდეს გმოსასვლელად.

- არ მოდუნდე! არ არის საკმარისი, ის რაც იცი, მეტი გჭირდება, შენს ტვინს მეტი "განვითარება" უნდა და რა უნდა ქნა ამისთვის? მეტი უნდა იკითხო, ნუ გეზარება, სიზარმაცე ბოროტებაა...

- შანსებზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც ცხოვრება გაძლევს უარი არ თქვა...

- არ დაგავიწყდეს რომ მნიშვნელოვნია თვითშეფასება მოწოდების სიმაღლეზე იყოს და ამბიციები შესძლებლობის პროპორციული...

- საკუთარი თავზე იმუშავე, როგორც ფიზიკურდ, ასევე მიეშველე მას ფსიქოლოგიურად, უთხარი მას რომ შენ ყველაფერი გამოგივა, რომ შენი მიზნები ასრულდება...

- განსაზღვრე პრიორიტეტები ცხოვრებაში...

- გახსოვდეს რომ დრო არ ჩერდება, ვერც შენ შეაჩერებ მას! ეს იმას ნიშნავს რომ შენ რაც დრო გადის, ოცნებების ასასრულებლად ნაკლები დრო გრჩება, შენ ხომ არ გინდ რომ უარი თქვა შენს ოცნებებზე? ამიტომ იჩქარე, ოღონდ აზრიანად...

- ეცადე, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება ნაკლები "შემოდგომისფერი დღეები" გქონდეს...