მე ჩემს საქმეს ვაკეთებ,
შენ შენსას, ის თავისას და ასე უსასრულოდ... ყველას თავისი მიზანი აქვს და ამ
მიზნისკენ თავისი გზებით მიდის... მე მჯერა რომ ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს
ცხოვრებაში, მთავარია სწორად მიაგნო მას...
დაგისვამთ
საკუთარი
თავისთვის
კითხვა,
თუ
სად
გრძნობთ
ყველაზე
კომფორტულად
თავს?
მგონია
რომ
უმრავლესობის
პასუხი
იქნება
- სახლში
(როგორც
ჩემი).
არა
აქვს
მნიშვნელობა
ის
ევრო რემნტით,
ბოლო
მიდის
ავეჯით,
უახლესი
ტექნიკით
იქნება,
თუ
უბრალოდ
- „უბრალო
სახლია“,
ის
ყველაზე
ტკბილია
და
ყველაზე
თბილია.
როცა
მეტ-ნაკლებად
დიდი
ხნით
შორდები
მას,
მეტად
აფასებ
და
შორიდან
ის
მეტად
კარგი
ჩანს.
როცა
უბრუნდები,
ნაცნობ
სუნს
გრძნობ
და
ბავშვივით
გიხარია
რაღაცა,
ოღონდაც
თვითონაც
არ
იცი
რა...
მოკლედ
შენი
სახლი
გიყვარს,
სადაც
გაიარა
ბავშვობამ;
შემდეგ
შენი
კუთხე
გიყვარს
და
გგონია
რომ
ის
ყველაზე
ლამაზია;
კიდევ,
შენი
სამშობლო
გიყვარს...
„სამეგრელოს
მთებში
გამაჩინა
ზენამ“
:) და
მეც
გამორჩეულად
მიყვარს
ჩემი
სამეგრელო...
ძალიან
მაინტერესებს
სხვაგან,
სადღაც
შორს
რა
ხდება,
სხვა
კულტურა,
ცხოვრების
წესი,
ტრადიციები,
ფასეულობები
როგორია.
როცა
ამის
შესაძლებლობა
მაქვს
შანსს
არ
ვუშვებ
ხელიდან.
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
პროგრამა
„ქართული
ენა
მომავალი
წარმატებისათვის“
ემსახურება
ეთნიკურ
უმცირესობებისთვის
სახელმწიფო
ენის
შესწავლის
პროცესის
გაუმჯობესებას
ახალი
მეთოდებით
და
მათთვის
საქართველოს
გაცნობას.
მიზანი
გრძელვადიანია,
მაგრამ
მჯერა
რომ
თითოეული
ჩვენგანის
მიერ
ამ
საქმეში
შეტანილი
წვლილი
შედეგს
გამოიღებს.
ჩვენ
ფაქტობრივად
საძირკველი
ჩავუყარეთ
რაღაც
დიდი
რამის
მშენებლობას.
მჯერა
რომ
საფუძველი
მყარი
იქნება,
რადგან
ის
რაც
ემყარება
სითბოს,
სიკეთეს
და
სიყვარულს
- ძლიერია.
მოხარული
ვარ,
რომ
ერთი
„აგური“
მეც
დავდე
ქვეყნისთვის
მნიშვნელოვან
საქმეში.
მე
ჩემი
წილი
ჯავახეთი
მერგო
<3. ჩემი რამოდენიმე ჩანაწერი
აღმოვაჩინე,
რომელიც
ჯავახეთში
ყოფნის
პერიოდში
დავწერე.
ჩემი
და
სომხების
ერთობლივი
ყოფა
:) იუმირნარევი,
ოდნავ
სევდიანი,
უცნაურიც,
ცოტა
უჩვეულოც
და
ცოტა-ცოტა
ყველაფერი
:)
სკოლიდან
დავბრუნდი,
არ
ვიცოდი
რა
გამეკეთებინა,
გული
ვერაფერს
დავუდე
და
გადავწყვიტე
ჩემი
დღევანდლი
დღე
დამეწერა,
რომელიც
თითქოს
ჩვეულებრივი
იყო,
მაგრამ
ამავდროულად
უჩვეულოც.
VI კლასში
დღეს
მარტო
ჩავატარე
გაკვეთილი
და
გადავწყვიტე
დიალოგი
ჩამეტარებინა
ქართულად.
ბავშვებს
ვუთხარი,
რომ
მხოლოდ
ქართულად
ელაპარაკათ,
ჯერ
მე
ვუსვამდი
კითხვებს,
შემდეგ
ვუთხარი
ჩემთვის
დაესვათ
კითხვები
ქართულად.
პირველი
კითხვა
იყო
ნანა
მასწავლებელო
რამდენი
წლის
ხარო,
ჩემი
პასუხი
რომ
მიიღეს
შემდეგ
მეკითხებიან
თუ
სადაური
ვარ
და
მესაამე
კითხვა
უკვე
საოცრება
იყო:
ძროხები
გყავთ?
თავი
ვერ
შევიკავე
სიცილისგან,
რადგანაც
მე
გამეცინა
იფიქრეს
რომ
კარგი
კითხვა
დასვა
ამ
მოსწავლემ
და
აქეთ-იქით
გაისმა:
თხა?
ვირი?
ცხვარი?
ცხენი?
:) მოკლედ
ძალიან
ვიხალისე
დღეს
ამ
ყველაფრით.
რაც
მთავარია
ქართულად
შედგა
დიალოგი,
ჩემი
მიზანიც
ხომ
ეს
იყო,
რომ
ქართულად
ელაპარაკათ,
რა
მნიშვნელობა
აქვს
ძროხებზე
დამელაპარაკებიან
თუ
მოდაზე.
თუმცა
რა
გინდა,
რასაც
ყოველდღე
ხედავენ
და
რასთანაც
აქვთ
ყოველდღიური
შეხება
იმაზე
მელაპარაკნენ
:). ძალიან
მახალისებს
ხოლმე,
შიგადაშიგ
მხიარული
გაკვეთილები,
როდესაც
ჩემი
მოსწავლეები
საოცარ
სიტყვებს
იტყვიან
ხოლმე,
მაგალითად:
ცხვირის
მაგივრად
ცხვარი;
წვიმის
მაგივრად
წვნიანი;
წყლის
მაგივრად
წვიმა
- მასწავლებელო
წვიმა
და
ხელით
მანიშნებს
ფანჯარაზე
წყლით
სავსე
ბოთლიდან
წყალი
რო
უნდა
დალიოს
- მესამე
კლასელი
ლეილა,
რომელსაც
ყოველდღე
ვუსწორებ
წვიმა
არა
წყალი
და
მაინც,
დგება
მეორე
დღე
და
ისევ
მეორდება
- მასწავლებელო
წვიმა
:) და
ა.შ.
მსგავსი
უამრავი
მაგალითების
მოყვანა
შეიძლება,
რომელიც
ყოველდღიურობად
იქცა
:)
ჩემი
ცხოვრება
პროექტში
წამოსვლის
შემდეგ
იმდენად
უჩვეულო
გახდა,
თითქოს
ჩვეულებრივი
და
მაინც
განსხვავებული.
ეხლა
ვფიქრობ
ჩემი
ყოველი
დღე
უნდა
დამეწერა
და
ისტორიად
მექცია,
კარგი
მემუარები
გამოვიდოდა-მეთქი
:) ეს
ხომ
ჩემი
ცხოვრების
საინტერესო
მოგონება
იქნება,
„ეგზოტიკაში“
გატარებული
პერიოდი
:), ნაწილობრივ
ფარდობითად
:).
ჩამოსვლის
ყოველი
დღიდან
ვაწყდები
უცნაურ
მოვლენებს,
რაც
ჩემთვის
უცხო
იყო,
თუმცა
მე
საერთოდ
ძალიან
რეალისტი
ვარ
და
იშვიათად
მაკვირვებს
რაღაცეები,
აქ
ჩამოსულს
უცნაურობები
ბლომად
დამხვდა,
მაგრამ
საოცარ
გაკვირვებას
არ
გამოვხატავ
ხოლმე
თითქოს
ჩვეულებრივ
ვღიებ
ყველაფერს.
როგორც
ამბობენ
ადამიანი
ყველაფერს
ეჩვევაო
და
მალე
ყველაფერი
ჩვეულებრივი
გახდა
ჩემთვისაც.
უხვად
მივიღე
კულტურული
შოკი
:) მაგალითად,
როდესაც
მივედი
პირველად
და
მაგიდაზე
ბებომ
საჭმელი
გამოიტანა
და
პური
პირდაპირ
მაგიდაზე
დადო,
ვიფიქრე,
მოხუცია
არაუშავს-მეთქი,
მაგრამ
ნურას
უკაცრავად,
აღმოჩნდა,
რომ
ეს
ასე
ხდება
ზოგადად
:) და
ბებოს
არც
არაფერი
შეშლია
:), მორჩა
უნდა
მიიღო.
საჭმელთან
დაკავშირებით
პრეტენზიული
არ
ვარ,
მაგრამ
ერბოიანი
საჭმელები
ძალზე
უცნაური
აღმოჩნდა.
ნელ-ნელა
ამასაც
მივეჩვიე,
რო
იტყვიან
დავამუღამე J და მგონი
შემიყვარდა
კიდეც.
საახალწლო
არდადეგებზე
რომ
ვიყავი
წამოსული,
მენატრებოდა
კიდეც
ერბოიანი
საჭმელები.
კულტურული
შოკი
კიდევ
წინ
მქონდა,
კერძოდ,
პურის
გამოცხობის
ტექნოლოგია,
რასაც
პირდაპირ
ტაფის
გარეშე
წვავენ
პურს.
რათქმაუნდა,
ამაზეც
ცხვირი
არ
ავიბზუე
და
თქვენ
წარმოიდგინეთ
მეც
კი
ვაცხობდი
შემდეგ
ჩემს
სომეხ
ბებოსთან
ერთად
ამ
ტექნოლოგიით
პურს.
სომხების
აღდგომაზე
კი
ჩემს
დიასახლისთან
ერთად
30-ზე
მეტი
სომხური
ლავაში
გამოვაცხვე
:). ნაკელი,
ანუ
წივის
გამოყენებას
ხომ
შევეჩვიე
და
შევეჩვიე.
ნაკელის
სუნს
საერთოდ
ვეღარ
აღვიქვამ
უკვე,
რომელიც
მთელ
სოფელში
დგას,
როცა
შემოდიხარ.
საინტერესო
იყო
პირველი
დღე
სკოლაში,
პირველი
ზარი
პირველ
კლასელთათვის,
როგორც
ეძახიან.
როგოც
ბოლო
ზარს
ისე
აღნიშნავენ
პირველ
ზარსაც.
თურმე
ყველა
პირველკლასელის
ოჯახსში
იშლება
სუფრა
და
არის
სტუმრიანობ.
მასწავლებლებიც
იყვნენ
მიწვეულნი
და
რა
თქმა
უნდა
მეც
წამიყვანეს.
ჯერ
თავიდნ
ვერ
მივხვდი
სად
მივდიოდით,
ჩემმა
დიდსახლისმა
და
ქართულის
მასწავლებელმა
ერთ-ერი
პირველკლასელის
დედაზე
მიმითითეს,
ის
გვეპატიჟება
სახლშიო.
წავედით,
თან
ახალ
ჩასულს
ჯერ
არ
მესმის
მათი
საუბარი
და
ქართულის
მასწავლებელი,
ირმა
მითარგმნის
ხოლმე
როცა
ვინმეს
რამის
თქმა
უნდა,
ძირითადად
მეკითხებიან
მომწონს
თუ
არა
აქაურობა,
საიდან
ვარ,
რამდენი
წლის
ვარ,
დანიშნული
თუ
ვარ
და
ა.შ.
მივედით
მასპინძელ
ოჯახში,
ქალები
გართულები
არიან
საუბარში,
მე
კი
ვათვალიერებ
აქეთ-იქით
რაც
თვალში
მომხვდება
:). ჭორაობის,
ყავა-ტკბილეულის
დაგემოვნების
შემდეგ
წამოიშალნენ
წასასვლელად,
მგონია
სახლში
მივდივართ,
თურმე
სადა
ხარ,
სხვა
პირველკლასელის
სახლში
უნდა
წავიდეთ,
შემდეგი
გაჩერება
გაშლილი
სუფრა,
თავისი
სადღერგრძელოებით,
პერსონალურად
ჩემი
დღეგრძელობა,
ჩემთვის
უცხო
კერძების
შემოთავაზება
:) და
ა.შ.
მოკლედ
მოვიარე
სოფელი
იმ
დღეს.
გაკვირვებული
ვეკითხები
ირმას,
ბარემ
ერათად
აღენიშნათ-მეთქი,
ეს
ყველასთან
სათითაოდ
მისვლას
არ
ჯობია-თქი,
გაუკვირდა,
რა
თქვენთან
არ
იციან
ასეო,
ეს
ტრადიცააო,
ყველა
თავისთვის
არნიშნავს,
ყველას
თავისი
სტუმრები
ჰყავს,
ნათესავებიც
ჩამოდიან,
თან
საჩუქარიც
მნიშვნელოვანი
ატრიბუტია,
როგორც
მივხვდი
:)
პატარა
სოფელია
ჩემი
კათნატუ,
სულ
რაღაც
70-მდე
ოჯახი
და
ბაშვების
თქმით,
270-მდე
მოსახლე.
ერთადერთი
კულტურული
ცენტრი
სოფელში
არის
სკოლა,
რომელიც
სოფელის
შუაში
დგას.
ამჟამად
30 მოსწავლე
სწავლობს.
აქაც,
როგორც
ყველგან
არიან
ნიჭიერი,
მონდომებული,
ნაკლებადმონდომებული,
ზარმაცი,
საყვარელი
და
ა.შ.
ბავშვები.
ძალზე
შემაშფოთა
იმან,
რომ
მწირ
ინფორმაციას
ფლობენ
საქართველოს
შესახებ,
მე
მგონი
არა
აქვთ
გაცნობიერებული
რომ
საქართველოს
ტერიტორიაზე
ცხოვრობენ
და
რომ
ელემენტარული
ინფორმაცია
მაინც
რო
უნდა
იცოდნენ.
ერთ-ერთ
გაკვეთილზე
V კლასში
მოსწავლეს
ვკითხე
საქართველოს
ქალაქები
ჩამომითვალე-მეთქი.
ისეთი
სახე
მიიღო,
ვიფიქრე
რა
ვკითხე
ესეთი
მეთქი.
როცა
ვუთხარი,
შენ
ხომ
საქართველოში
ცხოვრობ
და
საქართველოს
ქალაქები
როგორ
არ
უნდა
იცოდე
მეთქი,
მაშინ
დაფიქრდა
და
რამდენიმე
ძლივს
გამოვსტყუე.
სასწრაფოდ
გავაკეთე
პოსტერი
საქართველოს
რეგიონებსა
და
ქალაქებზე,
გავაკარი
კედელზე
და
ვუთხარი,
უნდა
ისწავლოთ-მეთქი.
არაერთი
პოსტერი
გავაკეთე
ამა
თუ
იმ
თემაზე,
იმედი
მაქვს
შედეგი
ექნება
ამ
ყველაფერს.
მიზანი,
რასაც
ვემსახურებით
მე
და
ჩემი
პროექტელები
არც
ისე
ადვილად
მიაღწევია,
დიდ
ძალისხმევას
მოითხოვს
და
ამასთანავე
დროს.
დამამახსოვრებელი
იყო
ჩემთვის
ქართულად
გაკეთებული
საახალწლო
ზეიმი,
სადაც
ქართული
ლექსები,
ცეკვები
და
სიმღერები
იყო.
ქართული
ცეკვა
დავდგით,
ისე
უხაროდათ.
ზეიმის
დღეს
ფერიებს
გავდნენ,
ისე
იყვნენ
გამოპრანჭულები
ბავშვები.
გავაკეთეთ
შიდა
პროექტი:
„წერილი
თოვლის
ბაბუას“
- დიდი
ფორმათის
ქაღალდზე
ბავშვებმა
დახატეს
ხელები,
შიგ
ჩაწერეს
თავიანთი
სურვილები.
ზოგი
რას
სთხოვდა
თოვლის
ბაბუას
და
ზოგი
რას.
იყო
კომპიუტერის,
ტელეფონის,
მანქანის
თხოვნები
:), ბევი
ვიცინეთ,
როდესაც
ერთ-ერთმა
მოსწავლემ
იქს-პიატი
მოითხოვა
თოვლის
ბაბუასგან
:), იყო
მოკრძალებული
თხოვნებიც
:) მაგალითად:
თოჯინა,
სათამაშო
მანქანა,
თოფი
და
ა.
შ.
შედარებით
შესრულებადი
:). გაფორმების
შემდეგ,
ასრულების
იმედით
კედელზე
გავაკარით.
სხვადასხვა
თემაზე
ვაკეთებდი
პოსტერებს,
რომელიც
მოსწონდათ
ბავშვებს
და
დიდი
მოლოდინით
ელოდნენ
ახალ-ახალს.
ზოგს
მე
ვაკეთებდი
სახლში,
ზოგს
ბავშვებთან
ერთად
სკოლაში.
კლასები
გადაჭედილი
გვქონდა, ვაკრავდი
დერეფანშიც
:), მოკლედ
არ
ვტოვებდი
ცარიელ
ადგილს.
ერთ-ერთი
შიდა
პროექტი
იყო
„რაბათის
ციხე“
- ერთმა
ყოფილმა
ამ
სკოლის
მოსწავლემ
დაგვიხატა
დიდი
ფორმატზე
რაბათის
ციხე.
ბავშვებს
დავავალე
მოეძიათ
ინფორმაცია
რაბათის
ციხეზე
ან
ინტერნეტით,
ან
მშობლებისგან,
მეზობლებისგან,
ნათესავებისგან,
მასწავლებლებისგან
გაეგოთ
რაიმე
ინფორმაცია.
მინდოდა
იმ
მოსწავლეებს
ვისაც
ნანახი
ჰქონდა
რაბათის
ციხე,
დაეწერა
შთაბეწდილებები,
მაგრამ
რა,
აღმოჩნდა
რომ
არცერთი
მათგანი
არ
იყო
ნამყფი
(მიუხედავად
იმისა,
რომ
საათნახევრის
სავალზეა).
მაშინ
ვუთხარი,
ამ
შიდა
პროექტს
გავაკეთებთ
და
როგორც
კი
გამოზაფხულდება
(გაგანია
ზამთარი
იყი,
ამიტომიმ
გაზაფხულამდე
სადმე
გასვლა
წარმოუდგენელი
იყო)
ექსკურსიაზე
წავიდოდით
და
რაბათს
ვნახავდით
(მეც
არ
ვიყავი
ნამყოფი).
რამდენიმე
ბავშვმა
მომიტანა
ინფორმაცია
(ძირითადად,
ინტერნეტით
მოძიებული).
ზოგს
კი
კომპიუტერი
და
ინტერნეტი
არ
ქონდა
და
არც
მშობლებმა,
არც
ნათესავებმა
და
ა.
შ.
იცოდნენ
რამე.
რა
ექნა
ბავშვს
:). საბოლოოდ
დავახარისხე
ინფორმაციები
და
ძირითადი
ნიუანსები
ჩავწერე
ნახატის
გვერდით
და
გავაკარით
დერეფანში.
როცა
გამოზაფხულდა,
სასწავლო
წლის
დასასრულს
დაპირებისამებრ
ბავშვებთან
ერთად
რაბათზე
წავედი.
მოკლედ
ექსკურსიის
ამბები
სასწაული
იყო,
მთელი
ამბები
მოჰყვა,
აღმოჩნდა
რომ
ექსკურსიაზე
ასე
„მაშტაბურად“
პირველად
მიდიოდა
სკოლა
და
გეგონებოდა
სადმე
ევროპაში
მივდიოდით
:). გამაოცა
პედაგოგებმა,
რომლებსაც
ქმრები
მარტო
არ
უშვებდნენ
და
თვითონაც
მოჰყვებოდნენ,
მოკლედ
სკოლის
კი
არა
სოფლის
ექსკურსიაც
გამოდიოდა
:). თუმცა
მთავარია
ბავშვები
ხო
წავიყვანე
(რო
არ
მებრზოლა
არ
უნდოდათ
მათი
წაყვანა),
სხვები
არ
მაინტერესებდა...
კარგად
გაერთნენ,
რაც
მთავარია
ნახეს
რაბათი,
რომელსაც
სინამდვილეში
ახალციხის
ციხე
ჰქვია
და
არა
რაბათი.
რომელიც
შემდგომ
პროექტის
ბავშვებთან
ერთად
ექსკურსიაზე
ყოფნის
დროს
აგვიხსნა
დეტალურად
გიდმა.
ბავშვებს
ხშირად
ვაწერინებდი
ტესტებს,
საკმაოდ
ეფექტური
მეთოდი
გამოდგა
და
გადავწყვიტე
მთელი
სკოლის
მაშტაბით
ჩანეტარებინა
„ყველაზე
ჭკვიანი“.
საჩუქრები
ვიყიდე
გამარჯვებულებისთვის,
სერტიფიკათები
სკოლაში
მოვიძიე,
საინტერესო
მასალა
ამოვიღე
ინტერნეტიდან
ბაშვებს
დავურიგე,
რომ
ესწავლათ
და
დავნიშნე
თამაშის
დღე,
დირექტორი
ყოველთვის
მხარს
მიბამდა
ასეთ
აქტივობებში,
არ
მახსოვს
რამეზე
უარი
ეთქვას.
საინტერესო
გამოვიდა,
მასწვლებლებიც
ესწრებოდნენ
და
ყველა
კმაყოფილი
დარჩა,
მადლობები
გამომიცხადეს,
მე
შევთავაზე
თვითონც
გაეკეთებინათ,
თავიანთ
საგნებში
მსგავსი
აქტივობები,
უფრო
სინტერესო
გახდებოდა
ბავშვებისთვის
სწავლის
პროცესი,
მოიწონეს
იდეა,
თუმცა
განხორციეება
არ
მინახავს
:). ყველა
შეფასებაზე
მეტად
მესიამოვნა,
როცა
ერთ-ერთმა
მოსწავლემ
მითხრა,
დიდი
მადლობა
ნანა
მასწავლებელო
ასეთ
რამეებს
რომ
აკეთებ
ჩვენთვის,
კიდევ
ხშირად
გვინდაო
:), არც
იყვნენ
მიჩვეულნი
ტრადიციულ
საგაკვეთილო
პროცესისაგან
განსხვავებულ
აქტოვობებს.
მეც
დავპირდი
რომ
ხშირად
გავკეთებდი
მსგავს
ღონისძიებებს
და
უფრო
მაშტაბური
ღონისძიების
განხორციელებას
შევუდექი,
ეს
იყო
„რა?
სად?
როდის?“
რომელიც
რაიონში
ჩატარდა,
პროექტელების
მხარდაჭერით.
ცხრა
სკოლა
ღებულობდა
მონაწილეობას,
ჩვენი
ცხრა
პროექტელის
მონაწილეობით.
ძალიან
დაგვეხმარა
ქართულის
მასწავლებელი,
გია,
რომელიც
ამავდროულად
ნინოწმინდის
გამგეობაში
სპორტისა
და
ახალგაზრგულ
საქმეთა
დეპარტამენტის
უფროსი
იყო.
ფართი
გამოგვიყვეს,
სიგელები
და
მედლები
დაამზადეს,
გვყავდა
ადგილობრივი
ტელევიზია
და
ა.შ.
ამგვარი
ღონისძიება
თითოეული
ბავშვისთვის
სიახლე
იყო.
პროექტელების
მონაწილეობით
ჩატარდა
სპორტული
შეჯიბრი
- „მხიარული
სტარტები“,
სადაც
ჩემი
ბავშვებიც
ღებულობდნენ
მონაწილეობას,
გულშემატკივრების
ამალასთან
ერთად
იყვნენ
წარმოდგენილნი
:). სკოლოს
დამთავრების
ბოლო
დღეებში
სკოლაშიც
ჩავატარეთ
სპორტული
შეჯიბრი
- „მხიარული
სტარტები“,
ორ
ბანაკად
გაიყო
სკოლა,
მასწავლებლებიც
იყვნენ
ჩართულები
შეჯიბრში,
ძალზე
სახალისო
და
საინტერესო
ნომრები
გვქონდა.
ყველა
კულტურულ
ღონისზიებაზე
ვცდილობდი
წამეყვანა
ისინი,
სკოლის
გარეთაც,
რომ
საზოგადოებაში
ინტეგრცია
მოეხდინათ,
არ
ყოფილიყვნე
ნ
ჩაკეტილები
და
დაეძლიათ
ის
კომპლექსები,
რაც
ასე
შესამჩნევი
იყო.
ნინოწმინდის
კულტურის
სახლში
გამართულ
სხვადასხვა
ღონისძიებაზე
ხშირად
დავდიოდით,
ჩვენს
სკოლას
ყავდა
სომხური
ცეკვის
ანსამბლი
„გუგარქ“,
რომელიც
ხშირდ
გაამოდიოდა
კონცერტებზე,
მე
ვგულშემატკივრობდი
ყოველთვის.
ხანდახან
სხვა
რაიონებშიც
დადიოდნენ
კონცერტებსა
და
კონკურსებზე,
ერთხელ
მეც
წამიყვანეს
ახალციხეში,
სადაც
ჩემი
პროექტელი
ესმა
ვნახე,
წავიჭორავეთ
და
ცოტა
ვისეირნეთ
ახალციხის
ქუჩებში.
ჩამოსვლის
დღიდან
არაერთ
ქეიფზე
მოვხვდი,
ეს
იქნებოდა
დაბადების
დღეები,
თუ
საღმვთოს
შეწირვა,
თუ
უბრალოდ
მიპატიჟება.
რასაც
გამოვარჩევ
ეს
არის,
არ
იციან
ჩვენსავით,
ქართველებივით
გრგძელ-გრგძელი
სადღერგრძელოები
და
ფეხზე
წამოხტომები.
უმეტესად
არაყს
სვამენ.
გაოცებული
დავრჩი
მამაკაცების
სასმელში
ზომა-წონის
განსაზღვრით.
ბოლომდე
რომ
გაილეშებიან
და
არ
ახსოვთ
ბოლოს
სად
იყვნენ,
რას
ამბობდნენ,
ან
აკეთებდნენ,
ან
სახლში
როგორ
მოვიდნენ
(ქართველების
სენი)
და
ა.შ.
აქ
ეს
ასე
არ
არის.უკვე
რამდენიმე
თვეა
აქ
ვარ
და
მე
გალეშილი
კაცი
არ
მინახავს.
მშვენივრად
მიოლხენენ
სუფრაზე,
ზომიერად
სვამენდა
ცეკვავენ,
ახალგაზრდები
მშვენივრად
ერთობიან
ასევე
სხვადასხვა
თმაშებით.
სასიამოვნო
დრო
ვატარე
ერთ-ერთი
IX კლასელის
დაბადების
დღეზე
ნინოწმინდაში,
რესტორანში
გადაიხადა.
მოკლედ
მოხიბლული
ვარ
აქაური
ქეიფით,
თუმცა
საზოგადოებასაც
გააჩნია
:). ვერ
ვიტყვი
რომ
ყველაფერი
გადასარევია
და
ყველა
ასპექტში
მომწონს-მეთქი,
უბრალოდ
ზოგადად
დადებითად
ვაფასებ.
თან
მსგავს
ქეიფებზე
როცა
ვხვდები,
განსაკუთრებულ
ყურადღებას
ვგრძნობ
:).
კიდევ
რამაც
აქ
ჩამოსვლისთანავე
გამაკვირვა
აქაური
ხალხის
შრომისუნარიანობა,
თუ
შრომაგამძლეობა
იყო,
არ
ვიცი
რა
დავარქვა.
აქ
ბავშვობიდან
ეჩვევიან
შრომას,
საოცრად
შრომობენ
არამარტო
დიდები,
არამედ
პატარებიც
და
მოხუცებიც
(კარტოფილობას
განსაკუთრებით).
რათქმაუნდა,
მე
შედარებას
ვაკეთებ
ეხლა
ჩვენს
ხალხსა
და
ამათ
შორის.
ჩვენ,
განსაკუთრებით
მეგრელები
საოცრად
ზარმაცები
ვყოფილვართ
ამათთან
შედარებით
:).
ჩამოსვლიდან
დაახლოებით
ორი
კვირა
გამიჭირდა
აქ
შეჩვევა,
თუმცა
ამას
არც
კი
ვიმჩნევდი,
მერე
კი
ნელ-ნელა,
კამაც-კამაც
:) ყველაფერს
მივეჩვიე
და
არ
ვარ
გაძლებაზე,
როგორც
ამას
ზოგი
ჩემი
პროექტელი
ამბობს. იქიდან
მაინც
სხვანაირად
გენატრება
ის
ყველაფერი,
რაც
შენია.
უფალს
მადლობა
რომ
კარგ
ოჯახში
მოვხვდი,
ექვსი
წევრია:
ბებია
მარგრიტა
- ძალიან
თბილი,
ოდნავ
მაცდურიც
:) მიუხედავად
იმისა
რომ
ბებია
სომხურის
გარდა
სხვა
ენის
ბაიბურში
არ
არის,
ის
ყველაზე
კარგად
მაგებინებს
ყველაფერს.
როგორც
თვითონ
ამბობს
„კათნატუს
იქით“
არ
ქონია
გზა...
ბაბუა
რუბო
- კარგი
ადამიანი,
იცის
ცოტა
ქართული,
მისი
და
ცხოვრობდა
ზესტაფონში
და
იქიდან
ნასწავლი
ქართულით
ხშირად
ვსაუბრობთ
ხოლმე.
მამასახლისი
ჰაკობი
- ძალზედ
ზომიერი
კაცი,
ყველა
კონთეკსტში.
დიასახლისი
ზარუჰი
- რეალისტი
ქალი,
თავისი
ახირებებით
და
კარგი
თვისებებით.
ბავშვები,
ბების-ბაბუის
საპატივცემლოდ
დარქმეული
სახელებით,
რუბო
- ძალიან
საყვარელი,
ნიჭიერი
ბავშვი;
მარგარიტა
- ის
ასაკი
აქვს
თავში
პეპლები
რომ
უქრით
:) ჩემი
მეოთახე
:) კიდევ
მეორე
ოჯახი,
სადაც
ხშირად
დავყავდით,
და
ვრჩებოდი
იყო,
ქართულის
პედაგოგები
ცოლ-ქმარი
- არმინე
და
გია,
და
მათი
შვილები,
ძალიან
მეკარგებიან
ისინი
:)
არასოდეს
ვინანებ
ამ
პროექტში
მონაწილეობას,
რადგან
მომცა
ბევრი
რამ,
პირველ
რიგში
გავიზარდე,
არა
პირდაპირი
მნისვნელობით
:), უფრო
თავდაჯერებული
გავხდი.
თან
ჩემი
პირველი
სამსახურია.
უდიდესი
გამოცდილება
მივიღე
სხვა
ეროვნებისა
და
სხვა
კულტურის
მატარებელ
ხალხთან
ურთიერთობით.
უკვე
მართლა
მჯერა,
რომ
თუ
მოინდომებ
შეიძლება
დასახულ
მიზანს
მიაღწიო.
ცხოვრებაში
ალბათ
ბევრი
შეცდომა
დავუშვი,
მაგრამ
მინდა,
რომ
ჩემი
შემდგომი
ცხოვრების
თითოეული
დღე
სწორად
იყოს
გადადგმული.
ამ
ხალხთან
ურთიერთობამ
და
მათზე
დაკვირვებამ
კიდევ
უფრო
მეტად
დამანახა
ადამიანის
„ორი
სახე“,
როგორც
ყველგან
აქაც
არიან
კეთილები,
თბილები,
პირფერები,
შრომისმოყვარენი
და
ზარმაცებიც,
ჭორიკნებიც
და
ენატანიებიც
და
ა.შ.
აღარ
გავაგრძელებ
ჩამოთვლას
:). მე
ვცდილობ
თავდაჭერილი
და
ზომიერი
ურთიერთობა
მქონდეს
ყველასთან,
ჩემთან
რომ
დაიწყებენ
ვინმეზე
ჭორაობას
მე
მხოლოდ
გავუღიმებ
და
თავს
გავაქნევ,
ეს
მე
არ
მეხება
და
ჩემი
საქმე
არ
არის,
არ
მომსვლია
კონფლიქტი
არავითან,
არც
მჭირდება
ეს.
ახალი
ჩამოსული
ვიყავი,
როდესაც
წრე
მქონდა
და
მაშინ
სომხური
ისე
არ
ვიცოდი,
როგორც
ეხლა
და
ბავშვები
როცა
რაღაცას
მეტყოდნენ
სომხურად,
რომელიც
მე
არ
ვიცოდი,
იმათ
კი
ქართულად
არ
იცოდნენ,
ამ
დროს
მიდიოდა
ხელებით,
ფეხებით
:), ჯესტებით
ლაპარაკი.
ერთმა
მოწავლემ
ასე
ამიხსნა:
ის
„ძროხის
ქმარიაო“
:), ანუ
ხარზე
იყო
საუბარი
:). ეს
ორიგინალური
ახსნა
იმდენად
მომეწონა,
ვიფიქრე
საინტერესო
ადგილას
აღმოვჩნდი
მეთქი
(არც
შევმცდარვარ).
შაბათი
დღეა,
წიგნს
ვკითხულობ,
ომარ
ჩხეიძის
„გახლეჩილი
რწმენა“,
( რომელიც
კოლეგა
ქართულის
მასწავლებელმა,
გიამ
მათხოვა,
მითხრა
შენ
ვხედავ
კითხვა
გიყვარს
და
ეს
კარგი
წიგნიაო,
მართლაც
ერთი
ამოსუნთქვით
წავიკითხე,
იმდენად
საინტერესო
იყო
ჩემთვის.
სამცხე-ჯავახეთში
ვინც
გადაწვეტს
წასვლას
უნდა
წაიკითხოს
და
ნათელი
გახდება
ბევრი
რამ,
თუნდაც
ის
თუ
საიდან,
ან
როგორ
აღმოჩნდნენ
სომხები
ჯავახეთში).
ცოტა
განვიტვირთები-თქო
და
გადავწყვიტე
ჩემი
სომხური
თავგადასავლების
წერა
:). აქ
რომ
აღმოვჩნდი
და
ნელ-ნელა
აქაურ
ტრადიციებს
ვეცნობოდი
მივხვდი
და
გავიაზრე
რომ
სომხურ
კულტურაზე
წარმოდგენა
არ
მქონია,
სამაგიეროდ
ეხლა
უკვე
გაწაფული
ვარ
:). სომხურ
ქორწილშიც
ვიყავი,
მაყარშიც
კი
წამიყვანეს
და
სრული
ტრადიციების
დაცვით
დავესწარი
ქორწილს.
ჩამოსვლის
დღიდან
ამ
ქორწილის
შესახებ
მეუბნებოდა
ჩემი
ოჯახი
და
როგორც
იქნა
დადგა
ეს
ქორწილიც
:). იმ
დღეს
თოვდა,
გზა
ჩაკეტილი
იყო,
როგორც
იქნა
გაიხსნა
და
წავედით.
პირველი
ჩემი
გაოცება,
რომ
მოვედით
ხალხი
საძინებელ
ოთახში
იყო
შეკრებილი,
სადაც
თურმე,
როგორც
მერე
მომახსენეს,
სიძე
იცვამს
პატარძლის
ოჯახის
გამოგზავნილ
ტანსაცმელს.
ხოლო,
პატარძალს
სიძის
ოჯახი
უგზავნის
კაბას.
მუსიკოსები
უკრავენ,
არის
ერთი
ჟრიამული,
მეც
შევდივარ,
რამდენიმე
წუთში
სიძე
ისვრის
კანფეტებს,
რამდენიმე
თავში
მხვდება,
გაოცებული
და
დაბნეული
ვიყურები.
ჩემი
დიასახლისი
მეუბნება
უნდა
დაიჭიროო.
მივხვდი
ეს
ის
კანფეტი
იყო,
რომელსაც
შემდეგ
ბალიშის
ქვეშ
იდებენ,
რათა
„საბედო“
იხილონ
:), და
რომელიც
არაერთი
მოუტანიათ
ჩემთვის
:). გამოაქვთ
რაღაც
ყუთები,
როგორც
მეუბნებიან
პატარძლის
საჩუქრები,
ერთ-ერთ
ყუთს
მეც
მაკავებენ,
რომელიც
სასწრაფოდ
ჩემს
დიასახლისს
შევაჩეჩე
:). გადიან
გარეთ
ეზოში,
მუსიკოსები
იწყებენ
დაკვრას
და
წავიდა
ტაში-ტუში
:). აქ
ერთი
ქართულად
მოლაპარაკე
ქალბატონი
გამაცნეს,
რომელმაც
ჩემი
ბიოგრაფიის
გამოკვლევის
შემდგომ
მკითხა
ჩვენთან
თუ
იცოდნენ
მსგავსი
ფორმით
ქორწილი.
გაღიმებული
ვეუბნები
არა-მეთქი,
პირველად
ხარო,
მკითხა,
გაოცებული
იყო
როგორ
თუ
ასე
არა,
აბა
როგორ
არის
თქვენთანო.
როგორ
უნდა
ამეხსნა
ეხლა
ჩვენთან
რანაირად
ხდება
:), აღარც
მახსოვს
რა
ვუთხარი
და
როგორ
ავირიდე
ეს
უსიამოვნი
დიალოგი
:) სიძე
ბატონი
დავლანდე
კარებთან
მდგარი,
მივეჭერი
და
მივულოცე
- შნორჰავორუმ
(ქართ:
გილოცავ)-მეთქი,
არ
ვიცი
ასე
აკეთებენ
თუ
არა,
მაგრამ
ხომ
უნდა
მიმელოცა
და
:), გამიღიმა
და
მადლობაო
მითხრა.
ეზოში
ცეკვით
გული
რომ
იჯერეს,
თან
საჩუქრებით
ხელში
ცეკვავდნენ
:), მე
ამ
ყველაფერს
ვაფიქსირებ
კამერით,
ვცდილობ
არ
გამომრჩეს
არცერთი
დეტალი.
შემდეგ
ჩავსხედით
მაქანებსი
და
წავედით
პატარძალის
ოჯახში.
მინიმუმ
ოცი
მანქანა
მაინც
მიდიოდა,
ვისაც
არ
დაეზარა
ყველა
წამოვიდა
:). თოვლი
ბლომად
იყო,
მაგრამ
შეუფერხებლად
მივდით.
მანქანიდან
რომ
ჩამოვედი,
ისეთი
ტალახი
იყო,
ჩემი
სოფელი,
ჩემი
ნაკიფუ
გამახსენდა
:), წვიმის
შემდეგ
რომ
ტალახი
იცის
ხოლმე.
როგორც
კი
ყველა
ჩამივიდა
და
შეიყარა
პატარძლის
სახლის
ეზოში,
წავიდა
მუსიკა
და
ცეკვა,
თან
პირდაპირ
ტალახში
:). თან
ყიჟინაც
ახლავს
ამ
ყველაფერს,
ქალები
შეუძახებენ
შიგადაშიგ.
მამალი
მოჰყავდათ,
ყელზე
ბანტებით,
ხელში
ეჭირათ
და
ისე
ცეკვავდნენ.
კალათაში
ჩაწყობილი
საჩუქრები
კი
ხელიდან
ხელში
გადადიოდა
ცეკვის
დროს.
არის
კიდევ
ერთმანეთზე
მობმული
ხილისაგან
აწყობილი
გრძელი
„რაღაც“,
არ
ვიცი
რა
დავარქვა,
რო
ჰკითხო
ალბათ
თვითონაც
არ
იციან
რას
აღნიშნავს,
უბრალოდ
ტრადიციის
ნაწილია
და
მორჩა.
პატარძლის
ნათესავებიც
უერთდებიან
ცეკვას
და
ხურდება
საცეკვაო
მოედანი
:). ამათი
ცეკვა
და
მუსიკა
თავისი
ხანგრძლივობით
ინდოელების
მუსიკას
მაგონებს,
რომელსაც
ბოლო
არ
უჩანს
:). როგორც
იქნა
შევედით
სახლში,
ქალის
ჭაჭანება
არ
არის.
ცეკვა-ცეკვით
შემოვიდნენ,
ეხლა
შიგნით
ფეჩის
გარშემო
დაიწყეს
ცეკვა.
მამაკაცები
სუფრას
მიუსხდნენ.
ქალები
ისევ
არ
ჩანან,
მაგიდას
კაცები
ემსახურებიან.
ჩვენ,
მდედრობითი
სქესის
წარმომადგენლრბი
ფეჩთან
ვთბებით.
ჩემს
დიასახლისს
გადავულაპარაკე
ჩუმად,
პატარძალი
სად
არის-მეთქი,
იქით
არისო,
მიმანიშნა
სახლის
მეორე
მხარეზე.
რაღაც
ძალიან
გაწელილი
მეჩვენა
კაცების
ჯდომა
სუფრასთან.
როცა
წამოდგნენ
და
გარეთ
უნდა
გავსულიყავით,
ჩემს
დიასახლისს
ვკითხე,
ეხლა
კიდევ
უნდა
იცეკვოთ?
პასუხი
იყო,
აბა?
თან
გაკვირვებული
:). მე
მოვიმარჯვე
ფოტოაპარატი,
დაიწყო
ისევ
ტაში-ტუში,
დავიძარით
კარისკენ,
სადაც
პატარძალთან
უნდა
შევიდეთ,
მაგრამ
კარს
არ
აღებენ,
დგანან
კაცები
და
ფულს
ითხოვენ
(პატარძლის
გამოსყიდვის
ტრადიცია),
მისცეს
ფული
და
დიდის
ამბის
მერე
შევედით.
გავიარეთ
რამდენიმე
ოთახი
და
ერთი
სული
მაქვს
პატარძალი
ვნახო,
აქ
იმდენი
ხალხი
ირევა
რომ
ვერაფერს
ვხედავ.
უცებ
თვალი
მოვკარი
თამუნას,
ჩემს
პროექტელს,
რომელიც
პატარძლის
მხრიდან
იყო
დაპატიჟებული.
დიდის
ამბით
გავძვერ-გამოვძვერი
და
მივაღწიე
თამუნამდე.
მოვიკითხეთ
ერთურთი
და
გავეშურეთ
წინ,
პატარძლისკენ,
რათა
არ
გამოგვპარვოდა
შემდგომი
მოვლენები.
ეხლა
დაიწყო
ვითომ
„დაკარგული
ფეხსაცმლის“
ამბავი,
რომელიც
გაგონილი
მქონდა
და
სომხური
ქორწილის
დისკზეც
მქონდა
ნანახი
(რომელსაც
ბლომად
მაყურებინებდნენ
სახლში).
ფეხსაცმელს
ეძებენ,
იპოვნიან
და
შემდეგ
პატარძლის
ძმა
აცმევს.
მე
და
თამუნა
გულმოდგინედ
ვაფიქსირებთ
ყოველ
მნიშვნელოვან
ფაქტს,
რაც
უცხო,
უჩვეულო
და
უცნაურია
ჩვენთვის.
პატარძალს
უნდა
უმღერონ
„შნორჰავორუმ“
(გილოცავთ)
და
უხმობენ
იმათ
ვინც
სიმღერა
იცის,
თამუნა
მეხუმრება,
მიდი
იმღერეო
:), მოკლედ
კარგად
ვხალისობთ.
შემდეგ
პატარძალი
ისვრის
კანფეთებს,
მე
რადგან
უკვე
ვიცოდი
რომ
უნდა
დამეჭირა,
რომელიც
სიძის
ნასროლი
ვერ
დავიჭირე
თუ
ვერ
მივხვდი,
ახლა
უკვე
მოვემზადე
დასაწერად
და
თანუც
გავაფრთხლე.
დავიჭირე
კიდეც
:). თამუნამ
ვერ
დაიჭირა
და
გულდაწყვეტილი
იყო,
მაგრამ
პატარძლის
ძმამ
ორივეს
თითო-თითო
კანფეტი
გვაჩუქა,
ასე
რომ
უკვე
ორივეს
გვქონდა
და
საღამოს
„საბედოს“
ხილვის
მოლოდინით
საგულდაგულოდ
შევინახეთ
:). ამ
ხნის
განმავლობაში
სიძე
მაყრიონთან
ერთად
ცეკვავს
ოთახში,
ამ
ყველაფრის
შემდეგ
მოდის
პატარძალთან,
მაგრამ
პატარძლის
წინ
მისი
მეჯვარე
(რომელიც
უმეტესად
და
ან
უახლოესი
ნათესავი
არის)
უდგება
და
არ
უშვებს
სანამ
სიძე
ფეხსაცმლის
ფულს
არ
გადაიხდის.
სიძე
აწვდის
ფულს,
მეჯვარე
გოგო
გაიძახის
„ქიჩე-ქიჩე“
(ცოტაა,
ცოტააო)
:), რაც
შეიძლება
ბევრი
ფული
უნდა
რომ
დასტყუოს
:). დიდი
ამბის
მერე
გაატარებს
სიძეს
და
მიუშვებს
პატარძალთან,
რომელსაც
ფატა
აქვს
ჩამოფარებული
საგანგებოდ,
სიძე
მიართმევს
ყვავილს
და
გადაკოცნის.
იწყებს
ორივე
ცეკვას,
ყველა
ცეკვავს,
იწყება
ლენტის
გაკეთების
ცერემონიალი.
სიძეს
უკეთია
წითელი
ლენტი
და
მწვანე
უნდა
გაუკეთოს
გოგოს
მხარემ,
რაშიც
სიძე
ისევ
ფულს
იხდის.
მიდის
ცეკვა
და
ერთი
ამბავი,
როგორც
იქნა
წავიდნენ
გასასვლელისკენ,
თამუნას
ვეუბნენი
წამო
გარეთ
გავიდეთ-მეთქი,
თამუნა
თავის
თანამშრომელ
გოგონას
ეუბნება
გარეთ
მივდივარო,
მან
კი
სერიოზული
სახით
და
დიდის
ამბით
უთხრა:
შენ
გოგოს
მხარე
ხარ
და
გარეთ
გასვლა
ჯერ
არ
შეიძლებაო
:). თამუნა
მომიტრიალდა
და
მეუბნება:
შენ
ბიჭის
მხარე
ხარ,
მე
გოგოს
მხარეო
:). მოკლედ
თამუნა
შიგნით
დარჩა,
მე
გარეთ
გავეშურე,
ყველა
გასულიყო
ჩვენები
სიძე-პატარძლის
გარდა,
რომლებსაც
კარებთან
გარჭობილი
ბანტებგაკრული
დანით
დახვდნენ
და
არ
უშვებდნენ
სანამ
საკმარის
ფულს
არ
გადაიხდიდნენ.
მოკლედ
გაატყავეს
სიძე:).
არ
ვიცი
პატარძლის
გამოსყიდვა
თუ
რა
უნდა
დაარქვა
კაცმა
ამას.
ერთხელ
მესმის
და
ამდენი
უკვე
ნამდვილად
ზედმეტი
იყო,
ჩემი
მოკრძალებული
აზრით.
გარეთ
გამოსულს
ისევ
მუსიკა
და
ცეკვა
იმართება(რამდენიმე
დღე
ყურიდან
არ
გამდიოდა
შემდეგ
მაგ
ზურნის
თუ
არ
ვიცი
რა
ჰქვია
იმ
საკრავებს,
მაგათი
ხმა
:)). ეხლა
მგონია
რომ
წამოვალთ,
მაგრამ
ისევ
იქითკენ
გაბრუნდნენ,
სადაც
სუფრა
იყო
წეღან
გაშლილი.
ისევ
მიუსხდნენ
კაცები
სუფრას,
მიდის
ისევ
ცეკვა,
უკვე
შიგნით,
სადღერგრძელოები.
კარგა
ხნის
შემდეგ
წამოვედით,
გარეთ
გამოსულს
ცეკვა,
რათქმაუნდა
არ
გამაზეს
:) (აზრზე
ხართ
უკვე
რამდენჯერ
იცეკვეს
:) და
ჯერ
კიდევ
სად
ხართ),
უკვე
სათვალავი
ამერია
უკვე
რამდენჯერ
მოაწყვეს
ტაში-ტუში
:). ჩავსხედით
მანქანებში
და
წამოვედით
სიძის
სახლში.
სახლში
მოსულებმა
უცებ
ჩავიცვით
ქორწილისთვის
საგანგებოდ
წამოღებული
კაბები
(აქ
მეტად
დიდ
ყურადღებას
აქცევენ
ქორწილებში
და
მსგავს
ქეიფებზე
პრანჭვა-გრეხვას
:)). სიძე-პატარძალი სანამ
სახლში
შემოვიდოდა,
რათქმაუნდა
გარეთ
ხომ
უნდა
ეცეკვათ
ჯერ
:), დედამთილი
შეეგება,
ტკბილეული
აჭამა
(როგორც
ჩვენთან,
ნიშნად
ტკბილი
ცხოვრებისა),
მხარზე
ორივეს
გამჭვირვალე
პარკსში
ჩადებული
და
ბოლოებში
ბანტებით
შეკრული
სომხური
შოთი
დაადო(სავარაუდოდ
ბარაქის
ნიშნად).
პატარძალს
ოქროები
აასხა,
და
ეს
ყველაფერი
ცეკვა-ცეკვის
პროცესში
ხდება,
გარეთ.
მე
სასწრაფოდ
ჩავიცვი
და
გამოვქანდი,
რათა
ეს
ყველაფერი
არ
გამორჩენოდა
ჩემს
ფოტოკამერას.
უნდა
აღვნიშნო,
რომ
იმ
მომენტში
ისე
ლამაზად
თოვდა,
რომ
არ
მახსოვს
ასე
ლამაზი
ბარდნა
მანამდე
მენახოს.
შიგნით
ოთახში
შემოსვლისას,
პატარძლის
სახლიდან
წამოღებული
ორი
თეფში,
რომელიც
ბანტებით
იყო
გალამაზებული,
გატეხა
სიძე-პატარძალმა
(კიდევ
ერთი
მსგავსება
ჩვენს
ტრადიციასთან).
შიგნით
შემოსულები
დიდხანს
არ
გავჩერებულვართ,
წავედით
დარბაზში,
სადაც
ქორწილი
უნდა
გაიმართოს.
ჩვეულებრივი
დარბაზი,
ვიწროდ
დალაგებული
მაგიდები,
კედლდლებიდან
მომზირალი
პორტრეტები,
რამაც
მიიქცია
ჩემი
ყურადღება,
რომ
ვიკითხე,
დარბაზის
მეპატრონე
აღმოჩნდა.
თამადა
შუაგულ
დარბაზში
გამოვიდა,
მიკროფონით
ხელში,
მიესალმა
სტუმრებს
და
დარბაზში
შემოიპათიჟა
სიძე-პატარძლის
მშობლები
რიგ-რიგობით,
რომლრბიც
იქვე
შუაგულში
ჩერდებიან,შემდეგ
უხმო
მეჯვარეებს,
და-ძმებს,
ახლო
ნათესავებს
და
ბოლოს
სიძე-პატარძალს.
იცეკვეს
ვალსი.
მე
„ჩემებთან“
ვიჯექი,
ხან
რის
ჭამას
მაძალებდნენ
და
ხან
რის.
მე
ვაკვირდებოდი
ქორწილის
მსვლელობას.
მწვადი
რომ
შემოიტანეს
ცეკვა-ცეკვით,
პირველი
სიძე-პატარძლის
მაგიდისკენ
გაემართნენ,
აქაც
თურმე
ფული
უნდა
მისცენ.
ჰოი,
საოცრებავ
:). ცეკვა
და
ტაში-ტუშები
რომ
დაიწყო,თამუნა
დავლანდე,
წინა
მაგიდასთან
მჯდომი
და
მასთან
წავედი.
დაჯდომა
ვინ
გაცადა
:), ჩვენც
შევუერთდით
მოცეკვავეებს,
სხვა
რა
გზა
იყო
:). მთელი
საღამო
ხან
რაზე
ვიცეკვეთ
და
ხან
რაზე
:) ქოჩარი
(სომხური
ნაციონალური
ცეკვა)
მაინც
განსაკუთრებულად
უნდა
აღვნიშნო,
წრეზე
გვაბზრიალეს
და
ბოლო
აღარ
უჩანდა
დასრულებას...
ყურადრების
ცენტრში
ვიყავით.
ჩაგვირთეს
ქართული
სიმღერა,
ნუ
იკითხავთ
რა
:) ვასკიმ
დარი,
დარი,
დარო:)(კომენტარის
გარეშე).
მოკლედ
ცეკვით
კარგა
გული
ვიჯერეთ...
კიდევ
საინტერესო
მომენტია,
როცა
პატარძალს
სტუმრები
საჩუქარს
(მაგ.
ოქროს,
ფულს)
ცეკვის
დროს
აძლევენ
დემონსტრაციულად,
ასევე
ფულს
ჩუქნიან
და
ხელებში,
თითებს
შორის
წამოცმული
ფულებით
ცეკვავს
პატარძალი...
ბოლოს
წაუქართულეს
სომხებმა
:) ისეთი
ჩხუბი
ატყდააა...
ოი...ოი...
ვინ
სად
გარბოდა...
:) ამ
დროს
შევნიშნე
მთვრალი
კაცებიც
და
მაშინ
დაიმსხვრა
ჩემი
მითიური
წარმოდგენა
სომხების
სასმელში
ზომიერებაზე
:) ერთხელ
დააშოშმინეს,
მერე
ისევ
მეორედ
დაიწყო,
მერე
გარეთ
გაგრძელებულა
თურმე,
სიძეც
ჩაერთო
ამ
ამბავში,
პატარძალმა
ვეღარ
დააკავა,
იტირა,
შემეცოდა
ძალიან...
მისთვის
ბედნიერ
დღეს
აშხამებდნენ...
ჩხუბის
ის
ნაწილი,
რომელიც
დარბაზში
მოხდა
გადავიღე,
რაც
შემდეგ
დღეებში
დიდი
პოპულარობით
სარგებლობდა
:) პირველსავე
ჩხუბის
მერე
მაყრიონი
წავიდა
და
თამუნაც.
სანამ
ისევ
დაიწყებოდა
ჩხუბი,
ჯაგა-ჯუგები
ჩაირთო
და
ცეკვაც
გაჩაღდა,
მეც
მინდოდ
თუ
არა,
უნდა
მეცეკვა,
იმდენჯერ
მოვიდოდნენ,
აბა
რა
უნდა
გექნა
ადამიანს
:) ჩემი
ჩექმებიც
შეეწირა
მანდ
ცეკვებს
:). ჩემი
ოჯახის
წევრები
ალაგებაში
ეხმარებოდნენ,
ამიტომ
ჩვენ
ბოლოს
წამოვედით.
სახლში
ბევრი
სტუმარი
იყო,
დასაძინებელი
ადგილი
ძლივს
გამოვნახეთ
:). მეორე
დღეს
ნამდვილად
არ
მინდოდა
წასვლა,
მაგრამ
არამარტო
ოჯახი,
არამედ
მთელი
სტუმრები
ჩაერთნენ
ჩემს
დაყოლიებაში,
მეც
შემრცხვა,
ამდენს
რო
მეხვეწნენ
და
წავედი,
მაგრამ
დიდი
არაფერი
მომხდარა
მეორე
დღეს
აღსანიშნავი,
ასე
ვთქვათ
საჭმელი
ჭამა
ხალხმა
:)
მადაღი
- იგივე
საღმვთო,
ერთ-ერთი
სომხური
ტრადიცია.
ერთ
დღესაც
ოჯახმა
წამიყვანა
ნათესავების
სახლში.
ახალი
მისული
ვიყავი
და
მაშინ
კარგად
არ
მესმოდა
სომხური,
დიასახლისი
კი
შეეცადა
აეხსნა
სანამ
წავიდოდით,
თუ
სად
მივდიოდით
და
რა
ხდებოდა,
მადრამ
დიდი
ვერაფერი
გავიგე,
თავი
დავუქნიე
თითქოს
გავიგე
რაც
მითხრა,
გულში
კი
გავიფიქრე,
რო
მივალ
ხო
ვნახავ
რა
იქნებ-მეთქი
და
რაღაზე
ვაწვალო
ეს
ქალი,
რომელიც
სომხურ-რუსულ-ქართულად
:) მიხსნიდა
რაღაცას.
სახლს
რო
მივადექით,
გარეთ,
რამდენიმე
ქალი
იდგა,
საქმიანობდნენ.
ცხვარი
დაეკლათ,
ღიმილით
შეგვხვდნენ.
ვხედავ
შუბლი
წითლად
აქვთ
შეღებილი,
ოდნავ,
მივხვდი
რომ
სისხლი
იყო.
ვიფიქრე
საქმის
დროს
წაესვათ,
შემთხვევით
მეთქი.
შიგნით
რომ
შევედი,
რას
ვხედავ
ყველას
შუბლზე
წითლად
გამოსახული
აქვს
ჯვარი.
ვფიქრობ
რა
ხდება,
რა
არის
ეს?
ჩემს
თავში
პასუხი
ვერ
ვიპოვე
და
ხელსაყრელ
მომენტს
ველოდები,
რომ
ვინმეს
ვკითხო.
გარკვეული
დროის
შემდეგ
მაგიდაზე
დავსხედით,
ღრმა
თებშებით
ჩამოატარეს
ცხვრის
ხორცი
თავისი
ნახარში
წვენით.
ხორცისს
მიმართ
დიდი
გურმანი
არ
ვარ
მაინცდამაინც,
თან
სუფრაზე
ღრმა
თებშიდან
ამდენს
რა
შეჭამდა,
თან
ამდენი
თვალი
რომ
გიყურებს
როგორ
მოიქცევი,
რას
იტყვი,
რას
შეჭამ
:). ზრდილობიანად
ვეუბნები,
გმადლობთ,
მე
არა.
ჩამომტარებელმა
გაოცებით
შემომხედა,
გვერდზე
მსხდომრბმაც
აქრთ-იქით
აღშფოთდნენ
:) ამ
სუფრაზე
ეს
აუცილებლად
უნდა
ჭამოო,
არ
შეიძლებაო,
მოკლედ
გამოსავალი
არ
დამიტოვეს
:). ვთხოვე
ჩემთვის
ცოტა
დაესხა,
მარა
ხორცის
იმხელა
ნაჭრები
ელაგააა
:). ასე
იყო
თუ
ისე,
გავსინჯე,
ცხვრის
ხორცი
ცუდი
არ
იყოოო
:). ნახარში
წყალი
ოდნავ
მლაშე
მეჩვენა.
ამასობაში
ქართულის
მასწავლებელი
შემოგვიერთდა,
რომელიც
ხშირად
მეჭორავება
აქაურობაზე,
საკუთარ
თუ
სხვის
ცხოვრებაზე
და
მოკლედ
მაცნობს
და
მანათლებს
ხოლმე
აქაური
ამბებით
:) ვკითხე,
თუ
რატომ
ჰქონდათ
ჯვარი
გამოსახული
შუბლზე
სისხლით,
რადგან
დიასახლისის
ახსნილი
კარგად
ვერ
გავიგე.
ჯერ
გაუკვირდა,
რა,
თქვენთან
არ
იციანო?
არა,
რა
უნდა
იცოდნენ,
ეს
რას
ნიშნავს-მეთქი.
არ
დააყოვნა
მანაც
და
ამიხსნა
რომ
თურმე
ეს
არის
საღმვთოს
შეწირვა
ანუ
მადაააღი.
ე.ი.
ვინმეს
სახელზე
იკვლება
ცხვარი,
ამ
შემთხვევაში
ოჯახის
პატარა
წევრის,
ბავშვის
სახელზე
დაკლეს
თურმე.
ასევე
თუ
ადამიანს
რამე
შეემთხვევა
და
ხიფათს
ცოცხალი
გადაურჩა
მაშინაც
აკეთებენ.
ისე
როგორც
შევნიშნე
შემდგომ
ბავშვებს
ყველას
უკეთებენ
მადაღს.
ანუ
გამოდის
ცხვარს
წირავენ
უფალს,
და
მადლობას
გამოხატავენ
რო
გადაარჩინა,
ან
იმისთვის
რომ
დაიფაროს
ბავშვი.
ცხვრის
დაკვლის
დროს,
ვინც
იმყოფება
იქ,
მისი
სისხლით
გამოუსახავენ
ჯვარს
შუბლზე.
არ
ვიცი
ეს
რამდენად
ქრისტიანულია,
მაგრამ
სიმართლე
რომ
ვთქვათ
ჩვენც
კი
გვაქვს
მსგავსი
ტრადიცია.
არ
ვიცი
ეკლესია
ამას
როგორ
უყურებს,
მე
მგონია
რო
არ
უნდა
იყოს
ეს
ნორმალური...
და
წარმართული
მგონია.
ამას
იქით,
ერთი
წლის
განმავლობაში
არაერთ
მადაღზე
აღმოვჩნდი
კიდევ...
ნინოწმინდაში
2001 წლიდნ
ფუნქციონირებს
ნინოწმინდის
ღვთისშობლის
ხარების
მონასტერი,
სადაც
ორი
ძალიან
საყვარელი
დედაო
მსახურობს.
ჩემი
ჯავახეთში
ყოფნის
გარკვეული
მოგონება
უკავსირდება
ამ
მონასტერს,
პროექტელებთან
თამუნსთან
და
რუსოსთან
ერთად.
თამუნა
და
რუსო
ყოველ
კვირას
დადიოდნენ,
ერთხელ
მეც
წავედი
მომსატერში
და
მას
შემდეგ
მეც
შევუერთდი
და
სამივე
დავდიოდით.
სოფლიდან
ქალაქში
არც
საზოგადოებრივი
ტრანსპორტი
მოძრაობს
და
არც
მარშუტკა,
არის
ტაქსი
გამოძახებით,
ჩემი
სოფლიდან
რაიონამდე
მაქსიმუმ
15 წუთის
გზა
იქნება,
სადღაც
4 კმ.
ტრასამდე
ოდნავ
ცუდი
გზით
:). კვირაობით
დილით
მივდიოდით
მონასტერში,
ვესწრებოდით
წირვას,
ყოველ
შაბათ-კვირას
მამაო
ჩამოდიოდა
თბილისიდან,
მამა
ავთანდილი,
რომელიც
ატარებდა
წირვას.
გოგოებმა
მითხრეს
ერთ-ერთი
დედაო
მეგრელიაო
და
პირველაად
როცა
მივედი,
წირვის
მერე
გამაცნეს.
წალენჯიხელი
აღმოჩნდა,
ჩემს
თანასოფლელსაც
იცნობდა,
რომელის
გარდცვლილი
იყო.
გოგოების
დაჟინებული
მოთხოვნით
მამაოსაც
დაველაპარაკე,
რჩევები
მომცა
როგორ
უნდა
მოვმზადებულიყავი
აღსარებისთვის.
დედაოებმა
ტრაპეზზე
დარჩენა
გვთხოვეს,
მე
ძალიან
მერიდებოდ,
ალბთ
მეგონა
რამე
განსხვავებული
წესები
ქონდათ
:). მე
არც
ვმარხულობდი
და
არც
ლოცვებს
ვკითხულობდი,
განსხვავებით
გოგოებისგან.
ტრაპეზზე
დავრჩით,
მამაომ
ლოცვა
წაიკითხა
და
დავსხედით,
ღომი
და
თევზი
ქონდათ,
მამაო
გველაპარაკებოდა,
თავისუფალი
დიალოგები
გიმართა
და
მეც
მოვეშვი
:). ტრაპეზის
შემდეგ
დედაოების
კურთხევით
დავრეცხეთ
და
დავალაგეთ
იქაურობა.
მას
მერე
ხშირად
დავდიოდით
კვირაობით,
აღსარებაც
ჩავაბარე,
მარხვაზე
არ
ვიყავი,
მიზეზად
ვასახელებდი
შემდეგს
- სხვის
ოჯახს
ჩემი
მარხვით
ვერ
შევაწუხებ
მეთქი,
ალბათ
არც
სულიერად
ვიყავი
მზად,
არ
ვიცი...
ბოლოს,
როდესაც
იწურებოდა
ჩვენი
ჯავახთში
ყოფნის
დღეები
და
გმოსამშვიდობებლად
ვიყავით
მისულები,
მამაო
ასეთი
სიტყვებით
დამემშვიდობ-
„შენ
მე
რომ
გამწვალე
მაგიტომ
ღირსი
ხარ
ისეთი
ქმარი
შეგხვდეს,
მხოლოდ
მარხვის
დღეებში
კი
არა
ყოველ
ოთხშაბათს
და
პარასკევსაც
რომ
მარხულობდესო“
:), ეს
იმისთვის
რომ
მე
მარხვა
ვერ
დამაწყებინა...
ამ
მონასტერში
წირვაზე
ნინოწმინდაში
არსებული
ბავშთა
სახლის
აღსაზრდელები
დაჰყავდათ,
რომლებიც
ზოგი
ზეტაფონიდან,
ზოგიც
აბაშიდან,
ზოგიც
სენაკიდან
და
ა.შ.
თითქმის
მთელი
საქართველო
იყო
არეული.
საოცრად
თბილები
და
ტკბილები
იყვნენ.
როგორი
თვალშისაცემი
იყო
რომ
ადამიანური
სითბოს
ნაკლებობას
განიცდიდნენ,
ამითომაც
გამოხატავდნენ
ალბათ
ასეთ
თბილ
დამოკიდებულებას
ჩვენდამი.
გვიყვებოდნენ
რაც
იცოდნენ
და
ახსოვდათ
ოჯახიდან,
სანამ
ბავშთა
სახლში
მოხვდებოდნენ.
წირვის
მერე
ეზოში
მამაოს
შემოუსხდებოდნენ
და
ის
უკითხავდა,
მერე
კითხვებს
უსვამდა
და
ძალიან
ლამაზი
სანახავები
იყვნენ.
მამაო
ამბობდა
ჩვენ
თუ
შევძელით
ამ
ბავშვების
ღირსეულ
ადამიანებად
ჩამოყალიბება,
ესენი
გადაარჩენს
ჯავახეთში
ქართველობასო...
P.S.
იქ
გატარებული
თითოეული
დღე,
საათი,
წუთი
საინტერესო
ამბის
მატარებელია...
თავიდან
ბოლომდე
მქონდა
იქაურობა
გათავისებული,
ჩემს
ფოტო-ვიდეო
კამერას
იმდენი
საინტერესო
და
ლამზი
წამი
აქვს
დაფიქსირებული,
რომ
ვუყურებ
ყველაფერი
ცოცხლდება
და
ემოციების
კორიანტელია...
იყო
სიხარულიც,
იმედგაცრუებაც,
აღტაცებაც...
და
ყველა
ის
გრძნობა,
რომელის
განცდაც
ადამიანს
შეუძლია...
დასვენების
დღეები,
რომელსაც
იქ
მთებში
და
ტყეში
ლაშქრობით
ვატარებდი,
ბავშვებთან
ერთად,
ცხენით
სეირნობა,
ფრემბურთის
თამაში,
ფერმაში
მომუშავე
ოჯახის
დაკვირვება,
ჩემი
მცდელობა
ძროხა
მომეწველა
:), რომელიც
კრახით
დამთავრდა
:), კარტოფილობაზე
თოხით
ხელში
ყანაში
მუშაობა
:), ველოსიპედის
ტარების
სწავლის
მცდელობა
:), სომხური
ენის
შესწავლა,
სხვადასხვა
მეთოდით,
დაბადების
დღეებზე
ქეიფი,
ფარავნის
ტბაზე
გასეირნება
სათევზაო
კატერით,
მანანსათან
და
მარიკასთან
ერთად,
მთებზე
ძრომიალი,
იმ
სიმაღლეზე,
საცაა
გგონია
რომ
ცას
მიწვდები
:), ყვავილების
საკრეფად
ტყეში
ბოდიალი
და...
კიდევ
უამრავი
რამ...
რაც
გონებაში
სამუდამოდ
დარჩა,
სხვებისთვის
კი
კადრებად
იქცა...
ამ
ყველაფერში
მთავარი
ადამიანური
ურთიერთობებია,
რომელიც
ჩამოყალიბდა
და
გრძელდება...
ჯავახეთიდან
მე
სხვანაირად
დავინახე
ჩემი
სამშობლო,
მე
იქიდან
უფრო
დავაფასე
და
შემიყვარდა
ის...
ეს
ეტაპიც
ცხოვრების
ნაწილია,
რომელიც
გასწავლის
რაღაცეებს,
ყველაზე
მნიშვნელოვანი
რაც
აღმოვაჩინე
ამ
ყველაფერიში
იყო
- ის
თუ
საქრთველოს
რამხელა
"გული"
ქონია,
ის
არ
იყო
მარტო
ჩემი,
ან
თქვენი
საქართველო,
ის
იყო
ჯავახეთიდან
დანახული
ყველას
საქართველო
<3
სათქმელი
და დასაწერი
კიდევ ბევრია...
ნანა
მოლაშხია
ჯავახეთი
2012-2013 წწ.