დიდი ხნის სურვილი,
მეგობრის ზარი, სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება და შედგა კაბადოკიის ფერადი დღეებიც... <3
განსხვავებული
და მისტიური ადგილი, რომელსაც 18 ივლისს დავადექით, დღე პირველი... სარფში ველოდებოდი
ავტობუსს და ჩემს მეგობარს :). მოლოდინი და
განწყობა ამაღლებული მქონდა. გადავკვეთეთ საზღვარი...
გზად იყო რამდენიმე გაჩერება, ჯერ რიზე ლამაზი სანაპიროთი,
შემდეგ ტრაპიზონი, სადაც ვნახეთ მცირე აია-სოფია, XIII საუკუნის ფრესკებით, ტაძარის უდიდესი ნაწილი
გადაკეთებულია მეჩეთაად, წითელი ლენტით იყო გამოყოფილი ქრისტიანებისვის საკურთხეველში
შესასვლელი ნაწილი, რაღაცნაირად ემოციური სანახავი იყო ორად გხლეჩილი ტაძარი...
დღე მეორე,
19 ივლისი, გრძელი, ცოტა დამღლელიც, შიგადა-შიგ გაჩერებების შემდეგ მივაღწიეთ გორემეს,
როგორც ეძახიან - კაბადოკიის გულს :),
სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, აუზი და ოთხ საათზე შეკრება და მივდივართ ხელნაკეთი
ნივთების სახელოსნოში, სადაც ვუყურეთ თიხის ზელვის პროცესს, შემდგომ თიხის სახლოსნოში დარბაზიდან დრბაზში გადვდიოდით
და დავათვალიერეთ ულამაზესი თიხის ნაკეთობები, სადაც მათი შეძენაც იყო შესაძლებელი.
შემდგომ იყო ურგუპი, გორემედან 5 კმ დაშორებით, სადაც ტკბილეულის, ლხათ-ლუხუმის დაგემოვნება
მოვასწარით და ავედით სურვილების მთაზე (Wish
Hill), როგორც გამყოლმა გვითხრა სურვილი უნდა ჩაგვეფიქრებინა და რამდენად შემისრულდება
ვინ იცის, მაგრამ მე ნამდვილად ჩავიფიქრე :).
სურვილების მთას თავისი ისტორია ქონდა, რომელიც ვინმე რუს ჯარისკაცს უკავშირდებოდა,
მოგვიყვა გამყოლმა, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარი დარჩა :).
სამაგიეროდ იქიდან ისეთ ხედი იშლებოდა, ნამდვილად ღირდა ასვლა, ლამაზი სანახაობა იყო
მთელი ნევშეჰირის პროვინცია. საღამოს ავედით უჩისარის სიხესიმაგრეზე, რომელიც ყველაზე
მაღალი ადგილია კაპადოკიაში. ულმაზესი პანორამა იშლება, მთელი კაბადოკია შეგიძლია დაინახო
და უბრალოდ დატკბე ამ სილამაზით <3. საღამოს გორემეს ქუჩებზე ჩამოვისეირნეთ, აქლემებს
ჩავუარეთ :) და გავსინჯეთ
ადგილობრივი კერძი - ჩორბა :), დიდიდ აღრფთოვანებული
არ დავრჩი, მაგრამ აი აირანი კი ძალიან მომეწონა :).
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა და საოცრად განსხვავებული და ლამაზია სოკოსებრ
ამოწვერილი წარმონაქმნები, ჩამწკრვებული მაღაზიები, სადაც რომ შეხვალთ აუცილებლად გაღიმბულები
გესალმებიან, გცნობენ, რომ ტურისტი ხართ და გთავაზობენ სხვადასხვა სუვენირებს. რომ
ჩამოვიარეთ მაღაზიები და რამდენიმე სუვენირიც შევიძინეთ, ჯერ ხომ გაოცებული ვიყავით,
როგორი სერვის + ქონდათ და თან შეგრძნება მქონდა, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად ბედნიერები
იყვნენ. მათი ხასიათი დავიჭირეთ და შესულები ჩვენ თურქულად მისალმებას ვასწრებდით,
რაც ძალიან ახარებდათ და თვითნ ქართულად გვესალმებოდნენ. სხვა ხომ არ გვესმოდა ერთმანეთის,
მაგრამ უბრალოდ მისალმება და გაღიმება უკვე თითქოს კულტურათა გაცვლას გავდა... აქ ამ
ტურისტულ ზონაში შემოსავალი როგორც ჩანს მხოლოდ ტურისტებს მოაქვთ, უამრავი ადგილობრივად
დამახასიათებელი სუვენირი და ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი, ასევე მინდა აღვნიშნო,
რომ ძნელად თუ იპოვიდი სუვენირს სადაც თურქეთის დროშის სიმბოლო და ავი თვალისგან დასაცავი
ნიშანი, ე.წ თევზის თვალი არ იყო გამოსახული... იმ დღეს სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით,
თუ როგორ საოცრად ჭკვიანურად იყენებდნენ ბუნებისგან ბოძებულ სიმდიდრეს...
უჩვეულო დაბადების
დღე იყო და საკუთარ თავს შევპირდი, რომ ყოველ შემდეგ დაბადების დღეს ასე მოგზაურობაში
გავატარებ :).
დღე მეორე, 20
ივლისი, დილიდ ადრე 5 საათზე გაღვიძება და საოცრად ლამაზი სანახაობის ხილვა, ცნობილი
კაბადოკიის საჰაერო ბუშტები... ამ სილამაზის
აწერა და აქ სიტყვები ზედმეტია... ეს უბრალოდ უნდა ნახოთ <3. დილით აუზი, საუზმე
და ათ საათზე შეკრება, წავედით გამყოლის მეთაურობით, რომელიც ქართული დროშით მომარჯვებული
დადიოდა ხოლმე, გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმის (Goreme Open Air Museum) დასათვალიერებლად.
კლდეში გამოკვეთილი ათი პატარა ეკლესი იყო, იქაურობა ძალიან გავდა ვარძიას. ბასილის,
ეკლესია, ვაშლის ეკლესია, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია, წითელი ეკლესია, ბნელი ეკლესია,
წმ. ეკატერინეს სახელობის ეკლესია... თოთოეულ ეკლესიას თავისი ისტორია აქვს, იუნესკოს
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. აღსანიშნავია ტოკალის ეკლესია
და იქ გამოსახული ღვთისმშობლის ფრესკა - „შენ ხარ ვენახი“. მუზეუმში შესვლისას ვიღაც სურათებს იღებდა, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია
და გამოსულებს ჩვენი სურათები გამოფენილი დაგვხვდა გასაყიდად :),
ისეთი სამახსოვრო რამე იყო უარს ვერ იტყოდი და ვიყიდეთ, აქ კიდევ ერთხელ გაოცებული
დავრჩი მათი ფულის შოვნის მეთოდით :).
შემდეგ ვნახეთ მიწისქვეშა მუზეუმი, ძალზე საინტერესო ისტორიით. მიწისქვეშ 42 მეტრი
სიღრმეში მოვისმინეთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ომიანობის პერიოდში იქ, როგორ იცავდნენ
თავს მტრებისგა, როგორ ქონდათ სავინტილაციო ჭები გათხრილი და ა.შ. ერთ-ერთი საინტერესო
ადგილი იყო. შუადღეს კიდევ ერთი ადგილობრივი კერძი გავსინჯეთ - პიდე, მინდა გითხრათ,
რომ არც ამან აღმაფრთოვანა :). შემდეგ იყო
ჩავუშინი, დიდებულია იმ ადგილების ნახვა, სადაც იყო წმ. გიორგის საცხოვრებელი სახლი,
კლდეში გამოკვეთილი ქალაქი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა და კედლებია დარჩენილი.
შემდეგი გაჩერება იყო ფაშაბაღი - იგივე ბერების ხეობა, რომელიც მე განსაკუთრებით მომეწონა.
აქ განსაკუთრებულად ეტყობა ვულკანის ხელი :).
აქვე იყო წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა V საუკუნეში, 12-15 წლის
განმავლობაი, მან დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში. დატვირთული შემეცნებითი
დღის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულს საოცარი რელაქსაცია იყო აუზი :).
საღამოს გორემეს ქუჩებში გასეირნება და სუვენირების შერჩევა...
დღე მეოთხე,
21 ივლისი, ისევ ადრე გაღვიძევა უჩისარზე ასვლა და საფაერო ბუშტებისა და მზის ამოსვლის
ულამაზესი სანახაობით ტკბობა, შემდგომ დილის
რიტუალები, შეკრება, გასვლა და გავედით მარილზე :), მარილის ტბა,
უცნაური, უჩვეულოც და თვალის მომჭრელი სანახაობა.
ფოტოსესია და ფეხშიშველი გავლა :).
შემდეგ იყო ანკარა, მოლი საადაც დუღს ცხოვრება, შოპინგი და სწრაფი კვება, რომელმაც
უცნაურად ჩაიარა :).
და დღე მეხუთე,
22 ივლისი, დაბრუნება. გასართობ + შემეცნებითი ტურის მოკლე აღწერა, იმისთვის, რომ იცოდეთ,
რა შეგიძლიათ ნახოთ კაბადოკიაში ამ ტურით, რომელიც ჩვენ ვნახეთ TRAVELER GE-ს მეშვეობით. იმ საოცარ შეგრძნებებს და ემოციებს აღარ ვყვები
(ჩემთვის დავიტოვებ, რომელიც სულ გამყვება), რადგან ამას ყველა ინდივიდუალურად განიცდის
და აღიქვამს. ასევა აღვნიშნავ, რომ კარგი ჯგუფი იყო ჩეკრებილი (რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა
აქვს, როცა ტურით მიდიხარ), ერთიანი და ჩვენს აქტიურ გამყოლს არ უჭირდა ჯგუფის მართვა :). მადლობა ჩემს
მეგობარს - ეკოს, რომ ეს საოცარი დღეები და შეგრძნენებები ერთად გამოვიარეთ და ჩვენ
ერთად „მოვიწამლეთ“ იმ სენით, რასაც მოგზაურობა
ქვია და შემდეგი გზასაც ალბათ ერთად დავადგებით :), მადლობა შენ ეკო <3.
P.S. #ბევრი_მოგზაურობა_აჩუქეთ_საკუთარ_თავს
#ბევრი_ბედნიერი_წუთები_დაგროვეთ_ცხოვრებაში
#მოგზარურობა_ნამდვილად_აბედნიერებს
დაათვალიერეთ, დატკბით, ისიამოვნეთ კაბადოკიის ულამაზესი
ფოტოებით: