უნივერსიტეტის პირველი დღეებიი იყო, ერთმანეთის ვეცნობოდით, ვიღაცამ მითხრა ისიც შენსკენ ისანში ცხოვრობსო და მიმანიშნა შავთმიან გოგონაზე, შავი ციმციმა თვალებით, მაშინ გამოველაპარაკეთ ერთანეთს და მართლაც ერთი მიმართულებით აღმოგვაჩნდა გზა სახლამდე და იმ დღეს ერთად წავედით. არ მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ, ალბათ ერთმანეზე ვყვებოდით :) მერე შემდეგ დრეებშიც ასე გაგრძელდა და ჩვენი ერთი მიმართულებოთ გზა სახლამდე მალე ერთი მიმართულებით ხედვებში გადაიზარდა და იქიდან მოყოლებული დღემდე ერთი მიმართულებით მოვდივართ, როგორც მეგობრები...
იცი რა მინდა გითხრა? - მიხარია, რომ ერთი გზა აღმოგვაჩნდა...
ეს სიფრიფანა და ნაზი გოგო, თხელი თითებით, ერთი შეხედვით სუსტი გეგონება, სინამდვილეშ კი ძალიან ძლიერია, არასოდეს ეტყობა თუ რამე პრობლემა აქვს, ან თუ რამე აწუხებს, ყოველთვის ღირსეულად უჭირავს თავი...
თამამია გარკვეულწილად, ხანდახან მოურიდებელიც, ცნობისმოყვარე, კეთილი, საოცრად მეგობრული და ასე უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო მის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, თუმცა მიმაჩნია რომ მასში დადებითი ბევრად აღემატება უარყოფითს და მთავარიც ეს არის... და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში...
ეს ეკაა... ჩემთვის ეკო, მე ასე ვეძახი, ჩემი ეკო... ჩემი ბეღურა :) ეს ჩვენი სახუმარო ფსევდონიმი :)
შენ ძალიან ჩემიანი ხარ, შენ ყოველთვის იცი სად, როგორ, რანაირად. ზოგჯერ ისე იქცევი, როგორც მე მოვიქცეოდი და ალბათ ამიტომაც ვმეგობრობთ...
რასაც ჩაუვლია ჩვენთვის ერთად, ბევრი მოსაგონარი და კიდევ რომ ჩაივლის მომავალში - ბედნიერებაა შენთან ერთად ეს ყველაფერი...
მადლობა ყველაფრისთვის შენ... შენ ჩემოო... ჩემო სულის ნაწილო... მომიტევე, რომ შენს იუბილეზე ვერ ვიქნები დღეს, იმდენი რამე მინდა რომ გითხრა, იმდენი რამე მინდა რომ დავწერო, მაგრამ რომ დავიწყო ძალიან გამიგრძელდება, ამიტომ რამდენიმე სიტყვაში მინდა ჩავატიო შემდამი ჩემი დამოკიდებულება... მადლობა, რომ არსებობ...
მარად ერთად...
10.01.2016 წელი
მე მიყვარს 10 იანვარი, იმიტომ რომ შენ დაიბადე...